logo2
logo2
არქივი
« თებერვალი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
logo2
logo2
არჩილ თალაკვაძე: დასკვნის მიხედვით გამოდის, რომ ოპოზიციის მოთხოვნები, როდესაც არჩევნებამდე არის დარჩენილი რამდენიმე თვე, ეუთოს და ოდირისთვის არის მიუღებელი
არჩილ თალაკვაძე: დასკვნის მიხედვით გამოდის, რომ ოპოზიციის მოთხოვნები, როდესაც არჩევნებამდე არის დარჩენილი რამდენიმე თვე, ეუთოს და ოდირისთვის არის მიუღებელი
16:46 08.02.2020
„დასკვნაში, რომელიც ჩამოვიდა, შავით თეთრზე, ძალიან გარკვევით წერია, რომ რეკომენდაცია არის ქვეყანამ ხელი არ ახლოს საერთოდ სერიოზულ საარჩევნო ცვლილებებს არჩევებამდე მინიმუმ ერთი წლით ადრე. თუ ჩვენ ამას დავეყრდნობით, საერთოდაც, ოპოზიციის მოთხოვნები დღეს უკვე, როდესაც არჩევნებამდე არის დარჩენილი რამდენიმე თვე, გამოდის, რომ ეუთოს და ოდირისთვის არის მიუღებელი“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ეუთოს რეკომენდაციებზე მუშაობა ხელისუფლებას დაწყებული აქვს უკვე ერთი წელია. ოპოზიციაც იყო ამ პროცესის მონაწილე. მისი თქმით, რეკომენდაციები და მათთან დაკავშირებული ნაბიჯები პარტნიორებმაც იციან.

„თავდაპირველი გეგმა იყო, რომ ცვლილება მოხდებოდა 2024 წელს. შესაბამისად, დღეს ჩვენ ვიმყოფებით თავდაპირველი გადაწყვეტილების სტატუს-კვოში. დანარჩენი ყველაფერი არის პოლიტიკური პროცესი, პოლიტიკურ პარტიებს შორის საუბრის საგანი, და მოსახლეობას და ჩვენს საზოგადოებას რეალურად აინტერესებს თუ რამდენად სტაბილური იქნება პოლიტიკური მმართველობა მომავალში, და ის, რომ ქვეყანას ჰყავდეს ქმედითი ინსტიტუტები, ჰყავდეს მთავრობა და ჰყავდეს პარლამენტი. ეს როგორ მოხერხდება ეუთო/ოდირის რეკომენდაციებში უკვე წერია. მათ გვითხრეს, რომ სამივე სისტემა, შერეულიც, პროპორციულიც, მაჟორიტარულიც არის ლეგიტიმური და სამივემ შეიძლება უზრუნველყოს პოლიტიკური მმართველობა. რაც შეეხება უახლოეს დასკვნას, რომელიც ჩამოვიდა, იქ შავით თეთრზე, ძალიან გარკვევით წერია, რომ რეკომენდაცია არის ქვეყანამ ხელი არ ახლოს საერთოდ სერიოზულ საარჩევნო ცვლილებებს არჩევებამდე მინიმუმ ერთი წლით ადრე. თუ ჩვენ ამას დავეყრდნობით, საერთოდაც, ოპოზიციის მოთხოვნები დღეს უკვე, როდესაც არჩევნებამდე არის დარჩენილი რამდენიმე თვე, გამოდის, რომ ეუთოს და ოდირისთვის არის მიუღებელი“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. მისივე თქმით, თუ ოპოზიცია ამ შეთავაზებას არ მიიღებს, მაშინ არჩევნები არსებული მოდელით ჩატარდება.​


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა