logo2
logo2
არქივი
« მარტი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
logo2
logo2
არჩილ თალაკვაძე: მივიღეთ ძალიან მკაფიო გზავნილები ჩვენი კოლეგების მხრიდან, რომ გვაქვს დიდი მხარდაჭერა რეფორმებშიც და ყველაფერში, რომელიც ორმხრივი თანამშრომლობის გეგმაში შედის
არჩილ თალაკვაძე: მივიღეთ ძალიან მკაფიო გზავნილები ჩვენი კოლეგების მხრიდან, რომ გვაქვს დიდი მხარდაჭერა რეფორმებშიც და ყველაფერში, რომელიც ორმხრივი თანამშრომლობის გეგმაში შედის
16:39 08.02.2020
„ჩვენ მივიღეთ ძალიან მკაფიო გზავნილები ჩვენი კოლეგების მხრიდან, რომ საქართველოს და ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა რეფორმებშიც, დემოკრატიის და უსაფრთხოების გაძლიერებაში და ყველა გეგმაში, რომელიც ორმხრივი თანამშრომლობის გეგმაში შედის. ამ შეხვედრებმა ნათლად მაჩვენა, რომ საქართველოს, ჩვენს საზოგადოებას, ხელისუფლებას აქვს აშშ-ს მხრიდან ძალიან ძლიერი მხარდაჭერა“,-განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ „ამერიკის ხმის“ ეთერში.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, კონგრესმენებს რასაკვირველია არ ჰქონიათ და არ აქვთ ინფორმაციის მიღების პრობლემა. პრობლემა მდგომარეობს იმაში, თუ რა მიზნით იყენებს ესა თუ ის პოლიტიკური ძალა ლობისტურ კომპანიას.

„მე არ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ კონგრესმენებს ჰქონდათ ინფორმაციის მიღების პრობლემა. არ გეთანხმებით, სიმართლე არის ის რომ კონგრესმენებს არ აქვთ ინფორმაციის მიღების პრობლემა და წარსულშიც არამგონია ამის პრობლემა ჰქონოდათ. რაც შეეხება ლობისტურ კომპანიებს, აქ თვითონ ლობისტური კომპანიის აყვანა კონტრაქტით კი არ არის პრობლემა, არამედ თუ რაში იყენებს ესა თუ ის პოლიტიკური ძალა ლობისტურ კომპანიას. აქ გამოიკვეთა ის, რომ ნაციონალური მოძრაობა და სხვა პარტიებიც შესაძლოა, ლობისტურ კომპანიებს და თავის გავლენებს აქ, ვაშინგტონში იყენებენ იმაში, რომ შეულახონ იმიჯი მომავალ არჩევნებს, თავის ქვეყანას, მთავრობას და ამის ხარჯზე სცადონ იმის დაბალანსება, რომ ქვეყანაში, სადაც მათ უნდა ჩაატარონ კამპანია, ელაპარაკონ თავის მოქალაქეებს. ამ საუკუნეში ინფორმაციის მოპოვება არცერთი კონგრესმენისთვის არ არის პრობლემა“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, სენატორებს და კონგრესმენებს გამოუჩნდათ საქართველოში მთარგმნელები ოპოზიციის მხრიდან, რომლებმაც ეს წერილები ისე თარგმნეს, თითქოს საქართველო კარგავს ამერიკის მხარდაჭერას და რომ თითქოს ამ ხელისუფლებასთან აღარ აპირებს ამერიკა თანამშრომლობას, რაც პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით არის სიცრუე,

„ბატონი ივანიშვილის განცხადება იყო აბსოლუტურად არასწორად ინტერპრეტირებული ქართულ მედიაში, ჩემი პასუხი ამასთან დაკავშირებით იყო ძალიან პირდაპირი. ჩვენ გვაქვს კანონის უზენაესობა და გვსურს რომ მომავალში კანონის უზენაესობა იყოს უფრო ძლიერი, შესაბამისად თუ ადამიანი დანაშაულს ჩაიდენს და არღვევს კანონს, მან უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და პასუხი აგოს დანაშაულისთვის, ამისგან დამცავი ვერ იქნება ვერც მედია ორგანიზაციის დაფუძნება, დარეგისტრირება და გაფორმება მის ხელძმღცანელად, ვერც პოლიტიკური პარტიის დარეგისტრირება. კანონის უზენაესობა გულისხმობს იმას, რომ ნებისმიერი ადამიანი, თუ მან დააღვია კანონი, მიუხედავად სტატუსისა, აგებს პასუხს“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა