logo2
logo2
არქივი
« მარტი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
logo2
logo2
არჩილ თალაკვაძე: გარანტიებს საქართველოს შესახებ ქმნის ჩვენი კონსტიტუცია და ის ორმხრივი თანამშრომლობის შეთანხმებები, რომელიც გვაქვს
არჩილ თალაკვაძე: გარანტიებს საქართველოს შესახებ ქმნის ჩვენი კონსტიტუცია და ის ორმხრივი თანამშრომლობის შეთანხმებები, რომელიც გვაქვს
16:38 08.02.2020
„გარანტიებს საქართველოს შესახებ ქმნის ჩვენი კონსტიტუცია და ის ორმხრივი თანამშრომლობის შეთანხმებები, რომელიც ჩვენ გვაქვს. შესაბამისად, არაფერი ახალი გარანტიები არ შეიძლება საქართველომ გასცეს, იმიტომ, რომ მთავარი შეთანხმება, მთავარი პრინციპები, მთავარი ღირებულებები, რომელსაც ჩვენ ვიზიარებთ, უკვე ცნობილია როგორც ამერიკისთვის, ასევე საქართველოსთვის“,-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა.

არჩილ თალაკვაძის თქმით, გარანტიები არის საქართველოს კონსტიტუციაში. 2016 წელს, ხელისუფლებამ მისცა დაპირება საზოგადოებას, რომ შეცვლიდა კონსტიტუციას და 2024 წელს გადავიდოდა პროპორციულ არჩევნებზე და ხელისუფლებამ ეს დაპირება შეასრულა. უთანხმოებაზე კი, რომელიც 2020 წლის არჩევნების მოდელთან დაკავშირებით არსებობს, არჩილ თალაკვაძის თქმით, ხელისუფლებამ ოპოზიციას კომპრომისული და სამართლიანი შეთავაზება გაუკეთა და მისგან ელის პასუხს.

„დაპირება იყო, რომ საქართველო გადავიდოდა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე 2024 წელს. ეს არის გაფორმებული საქართველოს ახალ კონსტიტუციაში. ეს დაპირება ჩვენ შევასრულეთ და არის ასახული კონსტიტუციაში. რაც შეეხება წინადადებას, რომელიც ჩვენ შევთავაზეთ ოპოზიციას, შარშან, ივნისის მოვლენების შემდეგ, ეს იყო პოლიტიკური ინიციატივა, რომელსაც ოპოზიციამ არ უპასუხა კონსტრუქციულად, მათ პრაქტიკულად არ მიიღეს ეს შეთავაზება და დარჩნენ ქუჩაში, გააგრძელეს აქციები, გააგრძელეს დეპუტატების შეურაცხყოფა და სხვა დესტრუქციული ქმედებები. რაც ნიშნავს იმას, რომ რეალურად, ოპოზიციამ არანაირი ნაბიჯი არ გადმოდგა თანხმობისაკენ. მეტსაც გეტყვით, მე პირადად ვუძღებოდი საჯარო განხილვებს მთელი ქვეყნის მასშტაბით და ოპოზიციამ პრაქტიკულად, იმ ოპოზიციამ, რომელიც დღეს ყველაზე მეტად დებს თავს პროპორციული სისტემის მხარდასაჭერად, მათ არ მიიღეს მონაწილეობა საჯარო განხილვებშიც. უფრო ადრეც, როდესაც ჩვენ გავაკეთეთ საკონსტიტუციო ინიციატივა, მაშინაც კი ამ ოპოზიციამ არ დაუჭირა ამას მხარი. ბურთი არის ოპოზიციის მოედანზე, შეთავაზება გაკეთებულია. მთავარია, მოვიქეცით პასუხისმგებლიანად. არჩევნებზე მიიღებს ჩვენი საზოგადოება გადაწყვეტილებას. ჩვენ გვჯერა ჩვენი მოქალაქეების. რა გადაწყვეტილებასაც ისინი მიიღებენ, ეს იქნება რეალური ტესტი თუ რამდენად არის ეს აღქმული როგორც დაპირების გაუქმება ან რაღაც ძალიან დრამატული პოლიტიკური მოვლენა“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.​
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა