logo2
logo2
არქივი
« მარტი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
logo2
logo2
არჩილ თალაკვაძე: ჩვენ შევძელით შესაძლებლობის გამოყენება და დღეს, კონგრესში ჩვენს კოლეგებს ჩვენი არგუმენტები და ჩვენი გეგმების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია აქვთ
არჩილ თალაკვაძე: ჩვენ შევძელით შესაძლებლობის გამოყენება და დღეს, კონგრესში ჩვენს კოლეგებს ჩვენი არგუმენტები და ჩვენი გეგმების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია აქვთ
14:55 08.02.2020
„ძალიან კონსტრუქციული და კარგი ვიზიტი იყო, საქმიანი მიზნებით. ვფიქრობ, ჩვენ შევძელით ამ შესაძლებლობის გამოყენება და დღეს, კონგრესში ჩვენს კოლეგებს ჩვენი არგუმენტები და ჩვენი გეგმების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია აქვთ“,-ასე შეაფასა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტი „ამერიკის ხმის“ სატელევიზიო ეთერში.

არჩილ თალაკვაძემ ხაზგასმით აღნიშნა, ამერიკელ პარტნიორებთან ურთიერთობების პრიორიტეტულობა და ამერიკელ ხალხს და ამერიკის მთავრობას მხარდაჭრისთვის, რასაც ისინი საქართველოს მიმართ იჩენენ მადლობა გადაუხადა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, სწორი იყო გადაწყვეტილება ამერიკელ პარტნიორებთან პირდაპირი კომუნიკაციის თაობაზე, რათა მათ მიეღოთ მეტი ინფორმაცია საქართველოს ხელისუფლების გეგმების, მათ შორის, საარჩევნო საკითხების შესახებ.

„ჯერ კიდევ საქართველოში, როდესაც კომენტარები გავაკეთე წერილების შესახებ, ვთქვი, რომ ეს იყო დამატებითი შესაძლებლობა ჩვენთვის, რომ პირდაპირ გვესაუბრა ჩვენს კოლეგებთან, პოლიტიკოსებთან კონგრესში და მიგვეწოდებინა მათთვის მეტი ინფორმაცია. რაც უფრო მთავარია, ეს არის ჩვენი პოლიტიკური გადაწყვეტილებები, გეგმები, რომელიც მომავალს უკავშირდება, რომელიც უკავშირდება მათ შორის, 2020 წლის არჩევნებს, რომელიც მალე გაიმართება და ზუსტად ამ მიზნით, ჩვენ გავაკეთეთ შეხვედრები კონგრესში, შევხვდით სენატორებს და ვისაუბრეთ ყველა ამ მნიშვნელოვან თემაზე. მიუხედავად იმისა, რომ დღეს, პოლიტიკური სპექტრი ხარჯავს მეტ ენერგიას არჩევნების ამა თუ იმ მოდელის შერჩევაზე, მაინც ყველაზე მნიშნელოვან საკითხებად ჩვენი ქვეყნისთვის რჩება უსაფრთხოება, რჩება ვაჭრობის და ეკონომიკის საკითხები, რჩება ინტეგრაცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. რა თქმა უნდა, ერთი ვიზიტი არასოდეს არ არის საკმარისი, ჩვენ გვაქვს დაგეგმილი მაღალი დონის ვიზიტები მომდევნო პერიოდში და ეს კომუნიკაცია მუდმივად იქნება ინტენსიურ დონეზე“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.​


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა