logo2
logo2
არქივი
« მარტი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
logo2
logo2
არჩილ თალაკვაძე: ჩვენ გვინდა ძლიერი ინსტიტუტები, ოპოზიციას უნდა, რომ ინსტიტუტების მუშაობა დაბლოკოს. ეს არის რეალური კონტრასტი და ამას ამერიკელები ხედავენ
არჩილ თალაკვაძე: ჩვენ გვინდა ძლიერი ინსტიტუტები, ოპოზიციას უნდა, რომ ინსტიტუტების მუშაობა დაბლოკოს. ეს არის რეალური კონტრასტი და ამას ამერიკელები ხედავენ
13:47 08.02.2020
„ჩვენ ვართ ხვალინდელ დღეზე ორიენტირებული, ოპოზიციის ეს დესტრუქციული ნაწილი არის გუშინდელ დღეზე ორიენტირებული. ჩვენ გვინდა, რომ განათლების რეფორმა გავაკეთოთ, ჩვენ გვინდა, რომ მივიღოთ ახალი კანონმდებლობა ბიზნესის ხელშესაწყობად, ოპოზიციას უნდა, რომ ეს ყველაფერი დაბლოკოს. ჩვენ გვინდა ძლიერი პარლამენტი, რომელიც ანგარიშვალდებულს ხდის მთავრობას, ოპოზიციას უნდა, რომ პარლამენტმა მუშაობა შეაჩეროს. ეს არის რეალური კონტრასტი და ამას ამერიკაში ჩვენი მეგობრები ხედავენ უკვე“,-ამის შესახებ განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდოამრე არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გააკეთა.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით ამერიკელი კოლეგების კითხვები გამოიწვია საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებულმა დაპირისპირებამ პოლიტიკურ პარტიებს შორის. მისივე თქმით, ხელისუფლების მხრიდან არის კომპრომისული და სამართლიანი შეთავაზება გაკეთებული ოპოზიციის მისამართით, რაც ეხება 2020 წლის არჩევნების ჩატარებას კომპრომისული მოდელით და ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია კონკრეტული გადაწყვეტილებებით და არგუმენტებით არის ჩასული.

„ჩვენი შეთავაზება 100/50-ზე არის მოლაპარაკებების მაგიდაზე. ოპოზიციისგან უკვე მომდევნო რაუნდზე ველოდებით პასუხებს. თუ ოპოზიცია არ დათანხმდება ამას, შეთანხმების ფანჯარა უკვე თებერვლის ბოლოს იხურება, იმიტომ, რომ ჩვენ დრო აღარ გვრჩება ფიზიკურად, რომ პარლამენტმა ეს ცვლილებები ასახოს კანონმდებლობაში. ამას სჭირდება სამი თვე მინიმუმ და მოგეხსენებათ, უკვე ეუთო/ოდირის დასკვნაც მივიღეთ, სადაც წერია, რომ სასურველია საერთოდ ხელისუფლებამ და პარლამენტმა არ ახლოს ხელი საარჩევნო სისტემის დიდ ცვლილებებს საარჩევნო წელიწადში, რასაც თუ გავითვალსიწინებთ, ეს ნიშნავს, რომ ოპოზიციის მოთხოვნას კიდევ უფრო ნაკლები საფუძველი რჩება, თუმცა, ჩვენ მზად ვართ, ჩვენი შეთავაზება ძალაშია და ჩვენ გვინდა, რომ შეთანხმებას მივაღწიოთ ნამდვილად. არც ისე არ უნდა გაიგოს არავინ, რომ ხელისუფლება მხოლოდ ამ დესტრუქციულ ოპოზიციასთან შეთანხმებაზე ამყარებს იმედებს. თუ ისინი არ დათანხმდებიან ამ მოდელს, მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში ხელისუფლებაში არის პასუხისმგებლიანი პოლიტიკური პარტია, ჩვენ გვყავს განვითარებული და ძლიერი საზოგადოება, ვინც უზრუნველყოფს იმას, რომ საქართველოს მომავალი იყოს პოზიტიური და უზრუნველყოფს იმას, რომ გავაგრძელოთ საქმე, რისი გაკეთებაც ყველას გვჭირდება და გვინდა“,-განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა