logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: ჩვენ გვჭირდება პასუხი ჩვენს შეთავაზებაზე. ან მივიღებთ დადებით პასუხს ან დარჩება ის სისტემა, რომელიც ოდირის ამავე დასკვნის თანახმად, არის ასევე სამართლიანი
ირაკლი კობახიძე: ჩვენ გვჭირდება პასუხი ჩვენს შეთავაზებაზე. ან მივიღებთ დადებით პასუხს ან დარჩება ის სისტემა, რომელიც ოდირის ამავე დასკვნის თანახმად, არის ასევე სამართლიანი
19:56 06.02.2020
„არ ვისურვებდი დავით უსუფაშვილის ადგილზე ყოფნას. მას გუშინ ოდირის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ მოუწია სამწუხარო ტყუილის თქმა ერთ-ერთ ეთერში, რომ თურმე დასკვნის თანახმად გაირკვა, თითქოს გერმანული მოდელიც შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას. ასეთი პირდაპირი ტყუილი თქვა მან“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ირაკლი კობახიძემ ტვ „იმედის“ ეთერში "დღის ქრონიკაში".

ირაკლი კობახიძემ გაიხსენა, რა უძღოდა წინ ოდირის დასკვნას.

„ჩვენ ვმსჯელობდით თუ რამდენად შეესაბამებოდა გერმანული მოდელის ეს ვერსია საქართველოს კონსტიტუციას. იყო სხვადასხვა პოზიციები. ჩვენ გვქონდა მყარი არგუმენტები, თუმცა თავისას ამტკიცებდა ოპოზიციაც. ამ ფონზე ოპოზიციამ სთხოვა ომბუდსმენს, რომ ოდირისგან მიეღო პასუხი ამ კითხვაზე. მთელი ეს კორესპონდენცია, რომელიც გერმანულ მოდელს უკავშირდებოდა, შეეხებოდა მხოლოდ კონსტიტუციასთან შესაბამისობას. ამით გვემუქრებოდნენ ჩვენ. გვეუბნებოდნენ, რომ აი, ახლა გაიგზავნება ოდირში ეს დოკუმენტი და ოდირი დაადგენს, შეესაბამება თუ არა კონსტიტუციას გერმანული მოდელი. ეს იყო მთელი წინა ისტორია, ამისთვის გაიგზავნა შესაბამისი პროექტი ოდირში და არა სხვა მიზეზების გამო. ოდირმა განაცხადა, რომ მისი საქმე არ არის კანონპროექტის კონსტიტუციურობის შეფასება. პატარა ბავშვებივით სასაცილო მდგომარეობაში ჩააგდო ოდირის წარმომადგენლებმა ამ შემთხვევაში ოპოზიცია. უთხრეს, რომ ისიც კი არ იცით, სად უნდა გაიგზავნოს კანონპროექტი კონსტიტუციურობის დასადგენადო. ერთადერთი ინსტანცია, ვისაც ამის დადგენა და შესაბამისი დასკვნის მომზადება შეუძლია, არის ეროვნული საკონსტიტუციო სასამართლო, მათ კი ასეთი კითხვა გაგზავნეს არა საკონსტიტუციო სასამართლოში, არამედ ოდირში“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, გუშინ ოპოზიციამ სცადა პირველი ეფექტის მოხდენა და ამ უხერხული მდგომარეობაის გადაფარვა, თუმცა ეს ტყუილი დღეს უკან მოუბრუნდათ.

„ეს იმიტომ, რომ სიმართლე არის უმარტივესი. ოდირის დასკვნაში მითითებულია, რომ საარჩევნო სისტემის შერჩევა ეს არის სახელმწიფოს სუვერენული უფლება. ოდირის დასკვნაში წერია, რომ სამართლიანია როგორც პროპორციული სისტემა, ასევე, თუნდაც მხოლოდ მაჟორიტარული სისტემა და შერეული საარჩევნო სისტემაც. აქ სამართლიანობაზე დავა არ არის და ვერ იქნება. ეს არის თავსმოხვეული მესიჯი ოპოზიციის წარმომადგენლებისგან, რომ თითქოს ყველაფერი, რაც არ არის პროპორციული, არის უსამართლო“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ოდირის რეკომენდაციასთან დაკავშირებით, რომელიც კონსენსუსს ეხება, ირაკლი კობახიძემ გაიხსენა „ქართული ოცნების“ მიერ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული განაცხადი.

„ჩვენ გავაკეთეთ განაცხადი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით და ამის შემდეგ რამდენიმე თვე არ გავიდნენ ქუჩიდან. ასეთ ოპოზიციას რანაირ კონსენსუსზე უნდა ელაპარაკო, ჩემთვის აბსოლუტურად წარმოუდგენელია. ესენი არ იყვნენ ამ კონსენსუსისთვის მზად არც 2016 წელს, როცა უსუფაშვილი ელაპარაკებოდა ოპოზიციას და ვერ დაარწმუნა ისინი. უსუფაშვილის ერთ-ერთ განცხადებას გაგახსენებთ, რომ რანაირად შეიძლებოდა რაიმე საკონსტიტუციო ცვლილება გაგვეტანა, როცა ამას ქართული ოცნების და ნაცმოძრაობის ხმები ერთად სჭირდებოდაო. თუ მაშინ იყო შეუძლებელი კონსენსუსი, დღეს როგორ არის შესაძლებელი. ანუ ყველა სიტყვაში იტყუებიან“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, გამოწვევა არის ძალიან მარტივი.

„ერთი ჩვენი გამოწვევა არის ის, რომ გვინდა უფრო დავუახლოვოთ ეს სისტემა პროპორციულს და ეს ნება ჩვენ გვაქვს გამოცხადებული. მეორე ამოცანა არის ის, რომ იმ ინიციატივამ, რომელიც იქნება საბოლოო ჯამში განხილული პარლამენტში, არ უნდა გამოიწვიოს რაიმე ჭარბი ვნებათაღელვა საპარლამენტო უმრავლესობაში. 100/50 არის ის ერთადერთი ვარიანტი, რომელიც უფრო მეტად პროპორციულს ხდის საარჩევნო სისტემას და არ იწვევს უარყოფით პროცესებს საპარლამენტო უმრავლესობაში. თუ ოპოზიცია რაციონალურად მიუდგება საკითხს, ამ შემთხვევაში, ისინი გაიაზრებენ მთელ ამ კონტექსტს და დაეთანხმებიან მთელ ამ სისტემას ან, წინააღმდეგ შემთხვევაში, დარჩება ის სისტემა, რომელიც დღეს მოქმედებს კონსტიტუციის დონეზე 77 /73. ვითვალისწინებთ ყველაფერს, მათ შორის, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების რჩევას კონსულტაციებთან დაკავშირებით და გავაგრძელებთ კონსულტაციებს, მაგრამ ეს კონსულტაციებიც, ბუნებრივია, დიდხანს ვერ გაგრძელდება, ჩვენ გვჭირდება პასუხი ჩვენს შეთავაზებაზე. ან მივიღებთ დადებით პასუხს ან დარჩება ის სისტემა, რომელიც ოდირის ამავე დასკვნის თანახმად, არის ასევე სამართლიანი“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა