logo2
logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
თეა წულუკიანი: შოთაძის წასვლა იყო შეცდომა, მის დაბრუნებას მივესალმები
თეა წულუკიანი: შოთაძის წასვლა იყო შეცდომა, მის დაბრუნებას მივესალმები
13:17 06.02.2020
ირაკლი შოთაძის წასვლა იყო შეცდომა. შესაბამისად, ვერავითარ პრობლემას იმაში, რომ ადამიანი, რომლის წასვლაც იყო შეცდომა თუკი მას მხარდაჭერა ექნება დაბრუნდეს მე ამას მხოლოდ მივესალმები,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

მინისტრის თქმით, ირაკლი შოთაძე არ უნდა გადამდგარიყო.

,,მე წასვლაში კითხვის ნიშანი მქონდა და დღესაც ვფიქრობ, რომ ირაკლი შოთაძე არ უნდა გადამდგარიყო იმიტომ, რომ როდესაც სისხლის სამართლის გამოძიებაზე, კონკრეტულ საქმეზე ჩნდება კითხვები, ანდა საზოგადოებს აქვს განცდა, რომ პროკურატურას რომელიღაც ბრალდებული არ უნდა გამართლებოდა სასამართლოში ან რომელიმე ბავშვისთვის, ხაზს ვუსვამ ბავშვისთვის მისჯილი სასჯელი არ არის საკმაოდ პირსისხლიანი, ამიტომ არ უნდა გადადგეს მთავარი პროკურორი. ეს იყო შეცდომა, მისი გადაგომა, ეს ხმამაღლა ვთქვი. მე ვესწრებოდი ამ პროცესს, როდესაც ვთხოვე, რომ ეს გადაწყვეტილება არ მიეღო. იყო რა თქმა უნდა რთული, მაგრამ ღირსეული ნაბიჯი, თუმცა მე ამას დღეს ამას უფრო მკაცრად ვაფასებ და ვამბობ, რომ მისი წასვლა იყო შეცდომა, შესაბამისად ვერავითარ პრობლემას იმაში, რომ ადამიანი, რომლის წასვლაც იყო შეცდომა თუკი მას მხარდაჭერა ექნება დაბრუნდეს მე ამას მხოლოდ მივესალმები“,- განაცხადა თეა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრის თქმით, დღეს, თანმიმდევრული რეფორმების წყალობით დამოუკიდებელი პროკურატურა გვაქვს, რომელიც დღეს ოპოზიციას არ მოსწონს, რაც გვაფიქრებინებს იმას, რომ მათი ხელისუფლებაში დაბრუნება არ შეიძლება.

პროკურატურა, სასამართლო და იუსტიციის მინისტრი ფარსი იყო სწორედ მათი ხელისუფლების პირობებში. მაშინ, როდესაც იუსტიციის მინისტრი იყო გენერალური პროკურორი. იმავდროულად, შემდეგ ქუდს შემოიტრიალებდა და იყო მოსამართლეების უფროსიც და ა.შ. ეს იყო მთელი ფარსი მართლაც, როდესაც სისხლის მართლმსაჯულება არ ხორციელდებოდა ამ ქვეყანაში. დღეს თანმიმდევრული რეფორმების წყალობით ჩვენ გვაქვს დამოუკიდებელი პროკურატურა, რომელიც თურმე დღეს ოპოზიციას არ მოსწონს და ეს კიდევ ერთხელ გვაფიქრებინებს იმას, რომ უბრალოდ მათი ხელისუფლებაში დაბრუნება არ შეიძლება, იმიტომ რომ როდესაც ადამიანი აცხადებ, რომ არ მოგწონს დამოუკიდებელი პროკურატურა, ეს ნიშნავს იმას, რომ თუკი ხელისუფლებაში აღმოჩნდები ისევ დაბრუნდები უკან, რომელი წარსულიდანაც ძლივს ნელ-ნელა გამოვდივართ. შესაბამისად, არავითარი ფარსი ამჟამად არ მიმდინარეობს . მიმდინარეობს საპროკურორო საბჭოსთვის რასაც მე საჯარო ინტერვიუებით თვალყურს ვადევნებ დამღლელი და კომპლექსური პროცესი ინტერვიუებისა, რის შემდეგაც კენჭი ეყრება თითოეულ კანდიდატს და ვნახოთ რა შემადგენლობა წარედგინება პარლამენტს“,- განაცხადა თეა წულუკიანმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა