logo2
logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დავით ზალკალიანმა სახელმწიფო მდივანთან შეხვედრაზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრა
დავით ზალკალიანმა სახელმწიფო მდივანთან შეხვედრაზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრა
13:14 06.02.2020
საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დავით ზალკალიანმა, რელიგიის თავისუფლების ალიანსის წევრი ქვეყნების ათ საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად მაღალი დონის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს მოწვევით ვაშინგტონში გაიმართა.

შეხვედრაზე, საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, რელიგიის თავისუფლების საკითხზე საუბრისას, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ შექმნილ უმძიმეს ვითარებაზე. მან სახელმწიფო მდივანს ინფორმაცია მიაწოდა საოკუპაციო რეჟიმის კონკრეტული ქმედებებისა და გადაწყვეტილებების შესახებ, რაც არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, მათ შორის რელიგიური აღმსარებლობის მიღებისა და ადგილზე მდებარე ქართულ ტაძრებში ღვთისმსახურების შეზღუდვის თაობაზე ეთნიკური ქართველებისთვის. მინისტრმა, შექმნილი ვითარების ფონზე, ხაზი გაუსვა ოკუპირებულ რეგიონებში საერთაშორისო თანამეგობრობის წვდომის აუცილებლობას.

დავით ზალკალიანის შეფასებით, საქართველოს მონაწილეობა ამ მაღალი დონის შეხვედრაში ცხადყოფს საქარველო-აშშ-ს განსაკუთრებულ პარტნიორობას და ასევე, რელიგიის თავისუფლების კუთხით ქვეყანაში არსებულ მნიშვნელოვან პროგრესს, „ამ თემატიკის გარშემო აშშ-ს ინიციატივაში საქართველოს ჩართვა კიდევ ერთი აღიარებაა საქართველოსი, რომ ჩვენ ვართ ლიდერი ქვეყანა, სადაც უზრუნველყოფილია რელიგიის თავისუფლება. ბუნებრივია, სახელმწიფო მდივანთან შეხვედრა გამოვიყენე იმისთვის, რომ დეტალურად მესაუბრა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოსა და ადამიანის უფლებების მხრივ შექმნილ მდგომარეობაზე“ - განაცხადა მინისტრმა. სახელმწიფო მდივანის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე მაიკ პომპეომ და დავით ზალკალიანმა ისაუბრეს საქართველო-აშშ-ს თანამშრომლობის მიმდინარე დღის წესრიგზე.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა