logo2
logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი გახარია: წელს ადამიანის უფლებების გრძელვადიანი სტრატეგიის ახალ ეტაპზე მუშაობას ვიწყებთ
გიორგი გახარია: წელს ადამიანის უფლებების გრძელვადიანი სტრატეგიის ახალ ეტაპზე მუშაობას ვიწყებთ
11:56 06.02.2020
წელს ჩვენ ვიწყებთ ადამიანის უფლებების გრძელვადიანი სტრატეგიის ახალ ეტაპზე მუშაობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, სტრატეგიის შექმნის პროცესში მთავრობა გამოიყენებს ყველა შესაძლებელ პლატფორმას, როგორც ქვეყნის გარეთ, ასევე ქვეყნის შიგნით.

„მოგეხსენებათ, რომ ყოველთვის ჩვენი მთავრობის ყურადღების ცენტრში 2012 წლიდან გახლდათ ადამიანის უფლებები და სწორედ 2013 წელს, მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის დავალებით, დაიწყო ადამიანის უფლებების გრძელვადიან სტრატეგიაზე მუშაობა, რომელიც სრულად იყო შესრულებული და თითოეული რეფორმის გატარების დროს ადამიანის უფლებების სტრატეგია იყო სრულად გათვალისწინებული. წელს ჩვენ ვიწყებთ ადამიანის უფლებების გრძელვადიანი სტრატეგიის ახალ ეტაპზე მუშაობას, რომელიც იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი, რომლის შექმნის პროცესშიც ჩვენ გამოვიყენებთ ყველა შესაძლებელ პლატფორმას, როგორც ქვეყნის გარეთ, საერთაშორისოს, ასევე ქვეყნის შიგნით. ეს საერთო მუშაობის ძალზე მნიშვნელოვანი ფორმატია და მოგიწოდებთ, თითოეულმა თქვენგანმა თქვენი კომპეტენციის ფარგლებში რომ მიიღოთ აქტიური მონაწილეობა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრი გასულ კვირას თბილისში გამართულ დონორთა ფორუმს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მთავრობისთვის მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა, განსაკუთრებით რეფორმების გატარების პროცესში.

„მოგეხსენებათ, ჩვენი მთავრობის ძირითადი პრიორიტეტი გახლავთ სწრაფი ეკონომიკური ზრდა, ახალი სამუშაო ადგილები, განათლების რეფორმა, ასევე უსაფრთხოების სფერო და რა თქმა უნდა, ღია მმართველობა. ყველა ეს მიმართულება, დონორთა კონფერენციის ფარგლებში იყო დეტალურად განხილული და ჩვენ მივიღეთ სრული მხარდაჭერა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, ამ სფეროებში გასატარებელი რეფორმების თვალსაზრისით“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა