logo2
logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
არჩილ თალაკვაძე: დროშა არის თითოეული მოქალაქის და ყველას გვაერთიანებს
არჩილ თალაკვაძე: დროშა არის თითოეული მოქალაქის და ყველას გვაერთიანებს
15:40 14.01.2020
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე, გურიაში, ერისთავების ციხე-სიმაგრეში გამართულ საქართველოს სახელმწიფო დროშის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა.

„14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა. დროშა გამოხატავს ჩვენს ეროვნულ და სახელმწიფოებრივ თვითმყოფადობას. ჩვენი დროშა აკავშირებს მოქალაქეებს ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ მთელს მსოფლიოში. მას სიამაყით ატარებენ ჯარისკაცები, პოლიციელები, სპორტსმენები და ყველა სხვა პროფესიის ადამიანი, ვისთვისაც სამშობლო და სახელმწიფო არის მნიშვნელოვანი.

ჩვენ ვაშენებთ ეროვნულ ღირებულებებზე, ტრადიციებზე დაფუძნებულ ევროპულ სახელმწიფოს. სახელმწიფოს, სადაც ადამიანი არის ყველაზე მნიშვნელოვანი. სადაც ადამიანის უფლებები არის დაცული, სადაც პატივს ვცემთ ყველანი კანონის უზენაესობას და სადაც სახელმწიფო ინსტიტუტები ემსახურება ადამიანს. სწორედ ასეთი სახელმწიფო გვჭირდება ჩვენ და სწორედ ასეთი სახელმწიფოს მშენებლობაზე ვართ ჩვენ ყველანი პასუხისმგებელნი“,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ უკვე 20 წელია, რაც საქართველოს დროშა ევროპის საბჭოს წევრ ქვეყანათა დროშების გვერდითაა და წელს საქართველომ ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობა ჩაიბარა, რითაც ქვეყანას ეძლევა ახალი შესაძლებლობა, რომ ევროპული ღირებულებების განმტკიცებისთვის თავისი წვლილი კიდევ მეტად შეიტანოს და უფრო აქტიურად დააყენოს საკითხები ევროპის საბჭოს დღის წესრიგში. არჩილ თალაკვაძის თქმით, ეს არის უდაოდ საპატიო მისია და საქართველოს დღეს აქვს ეს შესაძლებლობა.

არჩილ თალაკვაძემ საქართველოს პრეზიდენტს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობისთვის და ღონისძიების გამართვისათვის მნიშვნელოვანი ისტორიული ადგილის შერჩევისთვის მადლობა გადაუხადა.

„ამ სასახლის, ამ ციხე-სიმაგრის განახლებაც თავისთავად გამოხატავს იმას, რომ ჩვენ ვუბრუნდებით უფრო ახლოს, უფრო მეტად ჩვენს ისტორიას და ვქმნით უფრო ძლიერ კავშირებს ისტორიას, აწმყოსა და მომავალს შორის, ვინაიდან დროშის, თვითმყოფადობის, იდენტობისა და კულტურის გარეშე, რა თქმა უნდა, არც მომავალი არ არსებობს და კიდევ ერთი, ალბათ, სიმბოლური მომენტი არის ის, რომ ტრადიციის მიხედვით დროშას აღმართავს საქართველოს პრეზიდენტი, როგორც სახელმწიფოს უმაღლესი წარმომადგენელი და ასევე, სასწავლო წლის დაწყების დროს დროშას აღმართავენ ბავშვები, მოსწავლეები, რომლებიც ვფიქრობ, რომ ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი მომავლის ღირსეული წარმომადგენლები არიან.

დროშა არ არის მხოლოდ სახელმწიფო ინსტიტუტების გამომხატველი. დროშა არის თითოეული მოქალაქის, დროშა აერთიანებს ყველა ადამიანს“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა