logo2
logo2
არქივი
« აგვისტო 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
logo2
logo2
logo2
„ჩემო თანამემამულეებო, მინდა, მოგილოცოთ ყველას დღევანდელი დღე, სახელმწიფო დროშის დღე" - სალომე ზურაბიშვილი
„ჩემო თანამემამულეებო, მინდა, მოგილოცოთ ყველას დღევანდელი დღე, სახელმწიფო დროშის დღე" - სალომე ზურაბიშვილი
13:39 14.01.2020
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მოქალაქეებს გურიიდან საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე მიულოცა და ჩოხატაურში ერისთავების სასახლეში ქართული დროშის აღმართვის ცერემონიას დაესწრო.

მან დღევანდელი დღე რიგით მოქალაქეებთან ერთად, ქართველ ჯარისკაცებს მიულოცა:   „პირველ რიგში მინდა, მივულოცო ეს დღე ჩვენი თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს, რომლებიც აქ იმყოფებიან და მთელ ქვეყანაში ჩვენს ჯარისკაცებს, ასევე, მათ ვინც, არიან საზღვრებს გარეთ და სამშვიდობო მისიებშიც წარმოადგენენ საქართველოს, საქართველოს დროშის ქვეშ დგანან.“

პრეზიდენტის განცხადებით, დროშა საქართველოს სახელმწიფოს და ერთიანობის სიმბოლოა.

„ჩვენი დროშა ეს არის პირველ რიგში სიმბოლო სახელმწიფოსი, მისი ერთიანობის, ეს არის სიმბოლო ჩვენი ისტორიის.“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა ასევე მოუწოდა მომავალ თაობებს: „მინდა, ბავშვებს, ახალგაზრდებს ვუთხრა, რომ ამ დროშის პატივისცემა, ეს არის არა რაღაც შავი სიმბოლო, ეს არის თქვენი თავის პატივისცემა, თქვენი ქვეყნისა და იმ ღირებულებების, ფასეულობების პატივისცემა, რითაც მოდის ეს ქვეყანა. პირველ რიგში ეს დროშა ერთიანობის დროშაა. ჩვენ ამ დროშის ღირსი არ ვიქნებით, თუ ვერ შევძლებთ, გავერთიანდეთ ჯერ ჩვენს შორის, საზოგადოებაში. ეს დროშა მოგვეცა, რამდენი საუკუნეა, რომ ამ დროშის ქვეშ ჩვენი გმირები იბრძვიან, ძალიან ბევრი დაიღუპა ამ დროშის ქვეშ, შემდეგ სხვა დროშის ქვეშ, მაგრამ ეს არის რეალურად ერთიანი დროშა ჩვენი ისტორიისა. ჩვენ რომ ვიყოთ ამის ღირსი, უნდა დავიბრუნოთ ის მთავარი ღირებულება, რაც დგას ამ დროშის უკან, ეს არის ქრისტიანობა თავისი სიყვარულით.“

სალომე ზურაბიშვილმა ყველას სიმშვიდე უსურვა და განაცხადა, რომ სიმშვიდე არის ჩვენი მთავარი ადამიანური საერთო ფასეულობა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა