logo2
logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ქეთევან ციხელაშვილი: ქართული მხარე ყველა შემთხვევაში გააგრძელებს ჩართულობის და შერიგების პოლიტიკას
ქეთევან ციხელაშვილი: ქართული მხარე ყველა შემთხვევაში გააგრძელებს ჩართულობის და შერიგების პოლიტიკას
18:45 13.01.2020
ოფიციალური თბილისი ყველა შემთხვევაში გააგრძელებს ჩართულობის და შერიგების პოლიტიკას. ეს განცხადება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა სოხუმში განვითარებულ მოვლებენის შეფასებისას გააკეთა. ქეთევან ციხელაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ მომავალშიც განვითარებები იქნება მშვიდობიანი.

„კიდევ ერთხელ გავიმეორებ. ჩვენთვის მთავარი იყო და არის ის, რომ არ მომხდარიყო ესკალაცია, მოვლენების ძალადობლივ ფორმაში გადაზრდა და ყველაფერს ჰქონოდა მშვიდობიანი ჩარჩო.

რა თქმა უნდა, ეს არის მისასალმებელი. მე იმედს გამოვთქვამ, რომ მომავალშიც განვითარებები იქნება მშვიდობიანი. მე მინდა დავარწმუნო საზოგადოება და, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, აფხაზური საზოგადოება, რომ ჩვენი ინტერესია სწორედ ის, რომ მოსახლეობისთვის იყოს უსაფრთხო გარემო და ყველა პროცესი იყოს მშვიდობიან ჩარჩოში.

ჩვენი შერიგების და ჩართულობის პოლიტიკა არის მშვიდობიანი და კონსტრუქციული. მეტიც, თვითონ ქართულ და აფხაზურ საზოგადოებებს შორის ურთიერთობაში მშვიდობას არ აქვს არანაირი ალტერნატივა.

ჩვენ გვითქვამს და გაგვიცხადებია არაერთხელ, რომ არსებობს მზაობა დიალოგისა და თანამშრომლობისასთვის აფხაზური საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლებთან. ამისათის არსებობს შესაბამისი ფორმები და საკმაოდ ფართო სივრცე. თუნდაც ის, რომ ჩვენ ახალი სამშვიდობო ინიციატივით „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ მოვნიშნეთ არაერთი სფერო ასეთი თანამშომლობისათვის, დიალოგისათვის, როგორიც არის ვაჭრობა, განათლება და ნებისმიერი სხვა, რაც შეიძლება მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესებას მოემსახუროს და პრაგმატული მიდგომებით იყოს ნაკარნახევი, რა თქმა უნდა, არის მისაღები.

მეტსაც გეტყვით. რაც არ უნდა თქვას ამა თუ იმ პირმა, მათ შორის შესაძლბელია, ქართულ მხარესაც, კონტაქტების არარსებობის თაობაზე, მე დაბეჯითებით გეუბნევით, რომ კონტაქტები რა თქმა უნდა, არსებობს, და ამ ბოლო პერიოდში არის მზარდი. მიუხადავად იმისა, რომ არ არის საჯარო, რაც იმას მიანიშნებს, რომ დიახ, აფხაზურ მხარესაც არის სურვილი, საჭიროება, ინტერესი და, ვფიქრობ, დროც საკმარისი გავიდა და ალბათ არსებული ფონიც და მოვლენებიც იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ გავაკეთოდ დასკვნა - აუცილებელია ურთიერთშემხვედრი ნაბიჯების გადადგმა სწორედ დიალოგისაკენ, თანამშრომლობისაკენ და ნდობის მშენებლობისაკენ. ქართული მხარე ყველა შემთხვევაში გააგრძელებს ჩართულობის და შერიგების პოლიტიკას. ჩვენ ისედაც ვდგამთ პროაქტიულ ნაბიჯებს, რაც არის სწორედ მოსახლეობის ინტერესებზე მიმართული“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა