logo2
logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
„მე ყველაფერი გავაკეთე, რათა არ მომხდარიყო ხალხის დაპირისპირება“- ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა გადადგა
„მე ყველაფერი გავაკეთე, რათა არ მომხდარიყო ხალხის დაპირისპირება“- ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა გადადგა
10:01 13.01.2020
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა პოსტს ტოვებს. მიმართვა გადადგომის შესახებ მან ე.წ. პარლამენტს უკვე გადაუგზავნა. საოკუპაციო რეჟიმის ლიდერმა გადაწყვეტილება მიმდინარე საპროტესტო აქციების და რუსეთის მაღალჩინოსნებთან შეხვედრების ფონზე მიიღო. ოკუპირებულ სოხუმში იმყოფებოდა ვლადიმერ პუტინის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი.

მოლაპარაკებები ე.წ. ოპოზიციასა და ხაჯიმბას შორის გვიანობამდე გაგრძელდა. დღის ბოლოს საოკუპაციო რეჟიმის ლიდერმა სპეციალური მიმართვაც გაავრცელა. მას შემდეგ რა ხაჯიმბამ გადადგომის შესახებ განაცხადა, ოპოზიციიის ლიდერებმა რუსეთს პროცესში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადეს. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტი ხაჯიმბას გადადგომის საკითხს დღესვე განიხილავს.

„ბოლო დღეებში აფხაზეთში ვითრება ძალიან რთული იყო. არსებობდა უთანხმოება სოციალურ-პოლიტიკურ საკითხებთან დაკვშირებით. მე ღიად ვამბობ, რომ ყველაფერი გავაკეთე, რათა არ მომხდარიყო ხალხის დაპირისპირება. მე პატივს ვცემ ყველას მოსაზრებას, იქნება ეს ხელისუფლების წარმოამდგენელი თუ ოპოზიცია. ბოლო პერიოდის განმავლობაში ჩვენ ბევრი რამის გაკეთება შევძლეით - თუმცა, კვლავ არსებობს არაერთი გადაუჭრელი პრობლემა. მე კვლავ ვემხრობი იმ აზრს, რომ არჩევნები და სხვა პოლიტიკური პროცესები ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციისა და კანონმდებლობის საშუალებით უნდა ხორციელდებოდეს. განსხვავებული გზა დამანგრეველია ახალგაზრდა აფხაზური სახელმწიფოსთვის“, - განაცხადა ხაჯიმბამ

ოკუპირებულ აფხაზეთში არეულობა 9 იანვარს, სწორედ ხაჯიბას გადადგომის მოთხოვნით დაიწყო. ოპოზიციური პარტია „ამცახარას“ მხარდამჭერები დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეიჭრნენ.

ამ მოვლენებს ეხმაურებოდნენ, როგორც რუსეთში, ასევე საქართველოში. სოხუმში მიმდინარე მოვლენებს გამიეხმაურა სალომე ზურაბიშვილი და სხვა თანამდებობის პირები, თუმცა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი ქართველ მაღალჩინოსნებს საკუთარი პრობლემების მიხედვას ურჩევდა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა