logo2
logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
მამუკა მდინარაძე: გუშინ უყიდეს ბიძინა ივანიშვილს ბილეთი და დღეს თვითონ გაფრინდნენ იმ ბილეთით და ატარებენ შეხვედრებს მოსკოვში
მამუკა მდინარაძე: გუშინ უყიდეს ბიძინა ივანიშვილს ბილეთი და დღეს თვითონ გაფრინდნენ იმ ბილეთით და ატარებენ შეხვედრებს მოსკოვში
00:31 04.12.2019
„ოპოზიცია ამბობს, რომ ჩვენ, პრორუსულ ძალებთან ერთად მივაღწევთ მიზანს. ისინი სხედან ერთად. გუშინ უყიდეს ბიძინა ივანიშვილს ბილეთი და დღეს თვითონ გაფრინდნენ იმ ბილეთით. დადგეს იაფფასიანი პერფომანსები და დღეს აღმოჩნდა, რომ თვითონ ატარებენ ამ შეხვედრებს მოსკოვში“,-ასე გამოეხმაურა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ვიცე-სპიკერი მამუკა მდინარაძე, ნინო ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტის თაობაზე დღეს გავრცელებულ ინფორმაციას.

მამუკა მდინარაძის თქმით, ნინო ბურჯანაძე ამ შემთხვევაში მორალურად გაცილებით წინ დგას "ნაციონალური მოძრაობის" ყველა ფრთასთან.

„ესენი პროდასავლურობას იჩემებენ და პრაქტიკულად აგენტების როლში გამოდიან, იმიტომ, რომ რუსეთის საქმეს აკეთებენ რეალურად. ნინო ბურჯანაძე კი ამბობს ღიად, რომ პარტნიორობს იმ ხალხთან, რა თქმა უნდა, ეს უკიდურესად ცუდია ჩემთვის, მაგრამ ისინი რუსეთის საქმეს აკეთებენ ჩუმად და ეს უკვე ცუდი არაა, ეს ამაზრზენია“,-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა კიდევ ერთხელ შეახსენა საზოგადოებას რეზოლუცია, რომელსაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, აგვისტოს ომიდან ორი თვის თავზე მხარი დაუჭირა.

„ყველა ახალგაზრდას, რომელიც „ქართულ ოცნებას“ უპროტესტებს ხოლმე ოკუპაციას, ყველას ვეუბნები ხოლმე და დღესაც მივმართავ ეთერიდან, წაიკითხონ რეზოლუცია, რომელსაც ომიდან რამოდენიმე თვის თავზე მხარი დაუჭირეს და ხმა მისცეს“ ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა. თავის დათმობილ ტერიტორიებზე, ჩვენთან მოდიან და ჩვენ გვიპროტესტებენ ოკუპააციას. მათ ორი თვის თავზე ხმა მისცეს რეზოლუციას, სადაც ეწერა, რომ 7 აგვისტოს, ქართული სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვის გაუფრთხილებლად დაწყებამ ესკალაცია გადაიყვანა საომარი მოქმედების დაწყების ახალ ფაზაში. იქ ასევე წერია კიდევ უფრო საშინელი რამ, რომ რუსეთის რეაქცია იყო საპასუხო და ამას მხარი დაუჭირეს. ეს არის აგენტობა“,-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.​


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა