logo2
logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
მამუკა მდინარაძე: ოპოზიციამ დაგვიყენა მოთხოვნა, რომლის შესრულება შეუძლებელია
მამუკა მდინარაძე: ოპოზიციამ დაგვიყენა მოთხოვნა, რომლის შესრულება შეუძლებელია
00:25 04.12.2019
„ოპოზიციამ ჩვენ დაგვიყენა მოთხოვნა, რომლის შესრულება, მე ვერ წარმოვიდგენ, რომ მათ არ იცოდნენ რომ შეუძლებელია. მე ვერ წარმოვიდგენ, რომ დავით უსუფაშვილმა არ იცოდეს, რომ 77 არ უდრის 150-ს. ეს უმარტივესი ასახსნელია. ჩვეუულებრივ მოქალაქესაც ადვილად გავაგებინებთ, რომ გერმანული მოდელი არის მთელი თავისი არსით პროპორციული. 6 საათიან შეხვედრაზე, თითქმის ხუთ საათნახევარი მოვუნდით ამ მარტივი ჭეშმარიტების მტკიცებას“-ამის შესახებ განცხადება ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ვიცე-სპიკერმა მამუკა მდინარაძემ გააკეთა.

მამუკა მდინარაძის თქმით, გერმანულ მოდელსა და კონსტიტუციას შორის არსებული შეუსაბამობა, აჩენს თეორიულ, მაგრამ საფუძვლიან რისკს, რომ არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მოხდება მისი გაუქმება, რაც ბუნებრივია პროცესებს არასასურველ სპირალში შეიყვანს.

„ჰიპოთეტურად დავუშვათ, რომ ჩავატაროთ და დავყვეთ მათ ნებას, ვიღაცამ შემდეგ, უკმაყოფილო პარტიამ, ერთმა ნებისმიერმა მოქალაქემ რომ გაასაჩივროს საკონსტიტუციო სასამართლოში, არის ასპროცენტიანი შანსი იმისა, რომ გააუქმოს საკონსტიტუციომ, იმიტომ, რომ შერეული არ შეესაბამება პროპორციულს და რა გამოდის? ვიღებთ ახალ სპირალს და უნდა შევიდეთ ამაში“,-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

უმრავლესობის ლიდერის განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან არსებობს კომპრომისის რესურსი, მაგრამ ოპოზიციის მხრიდან შეგნებულად არ ხდება მასზე ყურადღების გამახვილება.

„თუ საუბარი იქნება მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქებზე, როგორც მინიმუმ ვერ გეტყვით, რომ ეს არის არაკონსტიტუციური, იმიტომ, რომ 77-ის ნაწილში ხომ პროპორციულია, 73-ის ნაწილში მაჟორიტარული და იქ, მრავალმანდატიანი იქნება თუ ერთმანდატიანი მაჟორიტარები რა წესით აირჩევიან და რა პროცენტით, ეს შეიძლება გაწერო კანონში. კანონში არ შეიძლება გაწერა სხვაგვარი პრინციპის, თორემ, განაწილების წესი, უსუფაშვილი რაზეც აპელირებდა, შესაძლებელია. მინიმუმ, კონსტიტუციურობის ტესტი ამ იდეას, იქვე რაც გახმოვანდა, გავლილი აქვს, უთანხმოებაც სწორედ ამან გამოიწვია ჩემი აზრით, რომ ჩვენ ეს იქვე დავუდასტურეთ“,-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.​


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა