logo2
logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
ანრი ოხანაშვილი: საზოგადოების დაკვეთა არ არის პროცესის ქუჩაში გადატანა, მისი დაკვეთაა ქვეყნის მშვიდობიანი, სტაბილური განვითარება
ანრი ოხანაშვილი: საზოგადოების დაკვეთა არ არის პროცესის ქუჩაში გადატანა, მისი დაკვეთაა ქვეყნის მშვიდობიანი, სტაბილური განვითარება
18:50 03.12.2019
„მთავრობა მუშაობს, პარლამენტი მუშაობს, ჩვენ ვერ ვყვებით და არ ავყვებით ოპოზიციის იმ დღის წესრიგს, რომელიც ცდილობს პროცესის ქუჩაში გადატანას“,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიუხედავად ოპოზიციის მცდელობისა, პარლამენტს აქვს დღის წესრიგი, რომელიც საზოგადოების ინტერესებს შეესაბამება.

„ოპოზიციის მცდელობის მიუხედავად, რომ მათ მოეხდინათ შენობების ბლოკირება, პიკეტირება, რომელიც კანონის ფარგლებს სცდება და ერთ შემთხვევაში შეიძლება იყოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული გადაცდომა, მეორე შემთხვევაში, შესაძლოა, დანაშაულის ნიშნებსაც კი შეიცავდეს, ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ ვმუშაობდით და ვმუშაობთ პარლამენტში. ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი, რომელიც არის ჩვენი საზოგადოების ინტერესების შესაბამისი. ჩვენი საზოგადოების დაკვეთაა, ვიმუშაოთ იმ პროექტებზე, რომელიც უკავშირდება ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის პროექტების განხორციელებას, ვიმუშაოთ სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტზე, იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ შესაბამის დროში ცვლილებების შეტანა და დამტკიცება. ეს არის ჩვენი საზოგადოების დაკვეთა. მათი დაკვეთა არ არის პროცესის ქუჩაში გადატანა. მათი დაკვეთაა ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი, სტაბილური განვითარება“,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

უმრავლესობის წევრი „ქართული ოცნების“ ოფისსა და მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროებთან განვითარებულ მოვლენებსაც გამოეხმაურა. ანრი ოხანაშვილის თქმით, ახალგაზრდებს შორის რაიმე ფორმით შუღლის გაღვივება მიუღებელია. კომიტეტის თავმჯდომარე მმართველი გუნდის მხარდამჭერებს ოპონენტებთან დებატების კონსტრუქციულად წარმართვისკენ მოუწოდებს.

„მიუღებელია რაიმე ფორმით, მით უმეტეს ახალგაზრდებს შორის შუღლის გაღვივება. ჩვენ ჩვენს განცხადებებში დღესაც, გუშინაც და შემდგომშიც, რა თქმა უნდა, მოვუწოდებთ ყველა ახალგაზრდას, რომ ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება არის მიუღებელი, არ შეიძლება. რაც შეეხება იმ ახალგაზრდებს, რომლებიც წარმოადგენენ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს, მათ ვეტყვი, რომ ისინი არიან განათლებული, გონიერი ახალგაზრდები, რომლებსაც აქვთ საკმაოდ დიდი რესურსი იმის, რომ წარმართონ დებატი კონსტრუქციულ, ცივილურ ფორმაში იმ ჯგუფებთან და ახალგაზრდებთან, რომლებიც გამოყენებულნი არიან „ნაციონალური მოძრაობის“ თუ მათი სატელიტი პარტიების მხრიდან ეთერებში. გამოიყენონ დებატების საშუალება. არსებობს ცივილური ფორმა, არცერთ შემთხვევაში დაპირისპირება, არცერთ შემთხვევაში ძალადობა“,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა