logo2
logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით მსჯელობას და დისკუსიას ვაგრძელებთ
ირაკლი კობახიძე: საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით მსჯელობას და დისკუსიას ვაგრძელებთ
18:05 02.12.2019
საქართველოში საარჩევნო რეფორმის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა პარლამენტის წევრმა ირაკლი კობახიძემ რეგიონულ საპარლამენტო კონფერენციაზე, რომელიც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის და ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის ორგანიზებით იმართება. საარჩევნო თემატიკის საკითხებზე გამართულ ღონისძიებაზე, პარლამენტის წევრმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებს, ვენეციის კომისიის წარმომადგენლებს და საარჩევნო საკითხების ექსპერტებს, საქართველოში ბოლო პერიოდში განხორციელებულ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით ინფორმაცია გააცნო და მათ შეკითხვებს უპასუხა.

„რეფორმების დანერგვის თვალსაზრისით, საქართველო აღიარებულია ლიდერ ქვეყანად. ჩვენი ხელისუფლება რეფორმებს სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს და 2012 წლის შემდეგ ჩვენ ბევრი მიდგომა და პრაქტიკა შევცვალეთ. ჩვენ დავნერგეთ სამართლიანი არჩვენების პრაქტიკა და თავისუფალი და სამართლიანი არჩვენების თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანია დემოკრატიული პრაქტიკის შენარჩუნება. 2017 წელს ჩვენ მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო ცვლილებები განვახორციელეთ, რომლის შედეგადაც პირველად საქართველოში 2020 საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, სრულიად პროპორციული საარჩევნო სისტემა ამოქმედდება. ამჯერად აქტიურად ვმუშაობთ საარჩევნო რეფორმაზე, რომლებიც ეუთოს/ოდირის რეკომენდაციებს ეფუძნება. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩვენების შემდეგ ჩვენ მივიღეთ დოკუმენტი ეუთო/ოდირიდან, რომელიც 27 რეკომენდაციას მოიცავს. აღნიშნული რეკომენდაციები უკავშირდება კანონმდებლობის შეცვლას და გარდა ამისა პრაქტიკის გაუმჯობესებას. ამისთვის ჩვენ შევქმენით სამუშაო ჯგუფი რამდენიმე ძალზე საინტერესო შეხვედრაც გავმართეთ. აღნიშნული რეკომენდაციების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი, ადმინისტრაციული რესურსის არამიზნობრივად გამოყენებას შეეხება. დღეს დღეობით აღნიშნული საკითხი რეგულირებულია და საკმაოდ მკაცრი რეგულაცია გვაქვს საჯარო მოხელეებთან დაკავშირებით. მაგრამ ისევ და ისევ რჩება გამოწვევები, ამიტომ ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ მუშაობა და ახალი ცვლილებები შევიტანოთ საარჩევნო კანონმდებლობაში. აღსანიშნავია, რომ 2012 წლამდე საჯარო მოხელე მონოპოლიზირებული იყო მმართველი პარტიის მიერ, რაც ამ ეტაპზე შეცვლილია უკვე. ერთ-ერთი რეკომენდაცია ეხებოდა შეზღუდვას, რომელიც სოციალურ ქსელში აქტივობას უკავშირდება. საჯარო მოხელეები ძალზედ აქტიური მომხმარებლები არიან და იწონებენ და აზიარებენ პოლიტიკური შინაარსის პოსტებს. მართალია ეს პირდაპირ არ მოქმედებს არჩვენებზე, მაგრამ მაინც მისი შეზღუდვის საკითხიც განიხილება. იყო კიდევ ერთი მოთხოვნა, რომ ყოფილიყო უფრო მკაცრი რეგულაცია საარჩვენო კამპანიაში მინისტრების და მინისტრების მოადგილეების მონაწილეობაზე. რა თქმა უნდა, არ შეიძლება მათი ადმინისტრაციულ რესურსად განხილვა, რადგან ისინი უფრო პოლიტიკურ რესურს წარმოადგენენ და ყველა განვითარებულ ქვეყანაში ისინი პირდაპირ იღებენ მონაწილეობას კამპანიაში. ჩვენ ვაგრძელებთ დისკუსიას, მსჯელობას საარჩევნო რეფორმასთან მიმართებაში და აღნიშნული კონფერენცია კარგ საშუალებას იძლევა გავეცნოთ ევროპულ გამოცდილებას და მათი გათვალისწინებით ჩვენი კანონმდებლობა კიდევ უფრო სრულყოფილი გავხადოთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რეგიონულ საპარლამენტო კონფერენციაზე, რომლის მეორე სესია თემაზე - „საარჩევნო პროცესის დროს ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების მრავალჯერადი შემთხვევები: პრაქტიკული ასპექტები“ ჩატარდა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის და გერმანიის ბუნდესტაგის წევრმა, ანდრეი ჰუნკომ და ვენეციის კომისიის დემოკრატიული არჩევნების საბჭოს წევრმა, რიჩარდ ბარეტიმ მოხსენებები წარმოადგინეს და გამართულ დისკუსიაში მიიღეს მონაწილეობა.

რეგიონული საპარლამენტო კონფერენცია მუშაობას ხვალ მესამე სესიაზე - „საარჩევნო პროცესის დროს ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების თავიდან აცილება და მასთან ბრძოლის“ საკითხების განხილვით გაგრძელდება.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა