logo2
logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
დიმიტრი ხუნდაძე: ხალხი ჰყავთ ჩამოტარებით, 20-25 ადამიანი არის ხან მცხეთაში, ხან გორში, ხანაც ქუთაისში და ამბობენ, რომ მთელი ქვეყნის პროტესტია
დიმიტრი ხუნდაძე: ხალხი ჰყავთ ჩამოტარებით, 20-25 ადამიანი არის ხან მცხეთაში, ხან გორში, ხანაც ქუთაისში და ამბობენ, რომ მთელი ქვეყნის პროტესტია
17:55 02.12.2019
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე მცხეთის მერიის შენობასთან მომხდარ ფაქტს ეხმაურება.

ხუნდაძის თქმით, ოპოზიციის მიზანია, შექმნან აურზაური და საზოგადოების ყურადღება მიიქციონ. მისივე განმარტებით, რეალურად, 20-25 ადამიანი იღებს სხვადასხვა ადგილზე გამართულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობას და ისე აჩვენებენ, თითქოს მთელი ქვეყნის პროტესტია.

„მათი მიზანი არის აურზაური და უნდათ, საზოგადოების ყურადღება მიიქციონ, თითქოს ეს არის მთელი საქართველო და მათი პროტესტი მთელი ქვეყნის პროტესტია, არადა, ფაქტობრივად, ეს ხალხი არის ჩამოტარებით, დაახლოებით 20-25 ადამიანი არის ხან მცხეთაში, ხან გორში და ხანაც ქუთაისში. სამწუხაროა, რომ ახალგაზრდები არიან და ლიდერები აქეზებენ ახალგაზრდებს, რომ მოხდეს მათ შორის დაპირისპირება, რაც მიუღებელია“ ,- განაცხადა ხუნდაძემ და აღნიშნა, რომ ძალადობა მიუღებელია.

„კიდევ ერთხელ ვამბობ, მათი დესტრუქციული გეგმა არის ჩაშლილი და არიან აგონიაში, ქვეყანა ასეთი მეთოდებით არ იმართება, მითუმეტეს ადამიანებს, როცა არ შეუძლიათ საუბარი და სამართლებრივი წესრიგის დაცვა, მათ ხელში ქვეყნის ჩაგდება არის მაღალი რისკის შემცველი და ჩვენ ამას არ დავუშვებთ“ ,- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ამასთან, ხუნდაძე ამბობს, რომ საპროტესტო აქციის მონაწილეებისთვის, მცხეთის მერიასთან, რომლის შენობაშიც მისი მაჟორიტარული ბიურო მდებარეობს, მხარდამჭერები არ დაუხვედრებია.

„ელემენტარულად ვერ დავახვედრებდი, რადგან მე არ ვიყავი იქ. მეძებდნენ იქ, სადაც არ ვიყავი, მათ თუ ჩემი პოვნა უნდოდათ, ვიყავი ბიუროზე, რასაც მთელი საქართველო უყურებდა. ყველასთვის ცნობილი იყო, სად იყვნენ დეპუტატები. მათი მიზანი არ არის რომელიმე დეპუტატის ძებნა ან ქვეყნის სასიკეთო რაღაცების ძიება, მათი გზა არის მარტივი და დესტრუქციული, ცნობადი სახეები არიან და მათ საზოგადოება დიდი ხანია იცნობს, ისინი წვალობენ 2012 წლის შემდეგ, რომ რამენაირად დაიბრუნონ ხელისუფლება, ან მათ, ან შვილებს გადასცენ მსგავსი მეთოდებით სამართავად ეს ქვეყანა. წარმოუდგენელი და გამორიცხულია, ამას არ დაუშვებს არც საზოგადოება და არც მმართველი გუნდი, რომელიც არის პასუხისმგებელი ქვეყნის მართვაზე. ქვეყანა არის სამართლებრივი და თუ ვინმე კანონს დაარღვევს, ისინი შეეჯახებიან კანონს და მიიღებენ მკაცრ პასუხს“ ,- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

დეპუტატის განმარტებით, არავისთვის გასაკვირი არ უნდა იყოს ის რეაქცია, რაც მცხეთის მერიასთან აქციის მონაწილეების ქმედებას მოჰყვა.

„როცა ისინი მოდიან მერიაში, აქ უპირატესად საჯარო მოხეეელები მუშაობენ, რაც არ უნდა უკვირდეთ და, ასევე, არ უნდა უკვირდეთ მათ ეს რეაქცია. მე როცა აქ მოვედი, პირველი ვიკითხე, პირობითად მეორე მხარეს ვინ იდგა ადგილობრივი მოსახლე, მივიღე პასუხი, რომ არავინ“ ,- აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

მცხეთის მერიასთან, ოპოზიციური პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა აქცია გამართეს. როგორც ისინი აცხადებდნენ, დიმიტრი ხუნდაძეს 41 ვერცხლი მოუტანეს: „მოვიტანეთ 41 ვერცხლი, რომ დიმიტრი ხუნდაძე გამოვისყიდოთ“.

აქციაზე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა