logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
არჩილ თალაკვაძე: ოპოზიციის ნაწილის პროტესტი იქამდე ჩამოვიდა, დეპუტატებს  ეკითხებოდნენ დილით 9 საათზე რატომ მოხვედით პარლამენტშიო? ადამიანს კითხო დილით რატომ მოვიდა სამსახურში, კომიკურია
არჩილ თალაკვაძე: ოპოზიციის ნაწილის პროტესტი იქამდე ჩამოვიდა, დეპუტატებს ეკითხებოდნენ დილით 9 საათზე რატომ მოხვედით პარლამენტშიო? ადამიანს კითხო დილით რატომ მოვიდა სამსახურში, კომიკურია
22:55 30.11.2019
„არჩევნებთან დაკავშირებით მოცემულობა და პოზიცია არის ჩაწერილი კონსტიტუციაში და ეს რომ შეიცვალოს, ამისთვის საჭიროა საკონსტიტუციო ცვლილება. ამ მოცემულობის ფარგლებში რეალობა არის ის, რომ პარლამენტის ერთი ნახევრის დაკომპლექტება ხდება პროპორციული წესით, უკვე ზუსტად ისე, როგორც ამას ოპოზიცია ითხოვდა და მეორე ნახევარზე დავსხდეთ, დავილაპარაკოთ და მოვემზადოთ არჩევნებისთვის“,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.

არჩილ თალაკვაძის თქმით, დღეს გამართულ შეხვედრაზე, მმართველმა გუნდმა ოპოზიციას უთხრა, რომ არსებობს რესურსი, შერეული არჩევნების მოდელით არჩევნები ჩატარდეს დემოკრატიულ და კონკურენტულ პირობებში.

„ჩვენი შეხვედრა დღეს დაიწყო კონსტრუქციულად, ვფიქრობ, რომ საკმაოდ კონსტრუქციულადაც დასრულდა. ჩვენ ვუთხარით ოპოზიციას, რომლის ნაწილიც ფიქრობს, რომ პიკეტებით თუ ბლოკირებით, რომელიც მათ ჰგონიათ, რომ არის კანონმდებლობის ფარგლებში და სინამდვილეში, ეს არის კანონმდებლობის მიღმა, - რომ ნებისმიერ დროს ვაძლევთ, რამდენსაც საჭიროდ ჩათვლიან, - პროტესტის გასაგრძელებლად. ეს არის გარანტირებული კანონით. მაგრამ, როგორც ხედავთ, ეს პროტესტი იქამდე ჩამოვიდა, რომ ორი დღის წინ დეპუტატებს პარლამენტში ეკითხებოდნენ დილით 9 საათზე რატომ მოხვედით პარლამენტშიო? ადამიანს კითხო დილით რატომ მოხვედი სამსახურში - არის კომიკური“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა პოლიტიკური კონსულტაციებისთვის. არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა ისიც, რომ მომავალში, შესაძლოა, განხილული იყოს სხვა მოსაზრებები და პოზიციებიც, რომელიც დღევანდელ შეხვედრაზე გამოიკვეთა.

„ მზად ვართ იმდენი შეხვედრისთვის, რამდენიც იქნება საჭირო იმისთვის, რომ ნორმალურ ფარგლებს დაუბრუნდეს ჩვენი პოლიტიკა და პოლიტიკოსებმა ვიმუშაოთ ისე, რომ ამით საზოგადოების ინტერესები არ დააზარალოს რომელიმე პარტიამ. ახლანდელი მოცემულობა ხელის გულზეა, წერია ეს პირდაპირ კონსტიტუციაში და დღეს „გერმანულ მოდელზე“ დისკუსიამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ სხვა პოზიციებიც, სხვა მოსაზრებებიც, რაც, მათ შორის, ოპოზიციას შეიძლება ჰქონდეს, მომავალში შესაძლოა, იყოს განხილული“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.​


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა