logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
არჩილ თალაკვაძე: ხელისუფლება აიღებს პასუხისმგებლობას რომ 2020 წლის არჩევნები ჩატარდეს დემოკრატიულად, თავისუფლად და სამართლიანად
არჩილ თალაკვაძე: ხელისუფლება აიღებს პასუხისმგებლობას რომ 2020 წლის არჩევნები ჩატარდეს დემოკრატიულად, თავისუფლად და სამართლიანად
14:31 30.11.2019
„ჩვენ ანგარიში გავუწიეთ ჩვენი პარტნიორების რჩევას, მათ მოსაზრებას, რომ შევხვედროდით ოპოზიციას. ხელისუფლება მზად არის ამ შეხვედრისთვის. მოვისმენთ რა წინდადადებები და არგუნეტები აქვთ ოპოზიციის წარმომადგენლებს და ვფიქრობ, ეს ხელს შეუწყობს ნორმალურ პოლიტიკურ პროცესში დაბრუნებას. ჩვენ გვაქვს, რა თქმა უნდა, ჩვენი მოსაზრებები, ჩვენი პოზიციები, თუმცა დღევანდელი შეხვედრა ემსახურება იმას, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოხდეს არგუმენტების გაცვლა“,-ამის შესახებ განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ საარჩევნო სისტემებთან დაკავშირებულ საკითხებზე მმართველი პარტიის და საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრის დაწყების წინ ჟურნალისტებთან გააკეთა.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ხელისუფლებამ არაერთხელ მოუწოდა ოპოზიციას, პროცესების პოლიტიკურ და კონსტრუქციულ ფარგლებში დაბრუნებისკენ, ამჟამად კი ხელისუფლებამ გაითვალისწინა საერთაშორისო პარტნიორების რჩევა და შეხვედრისთვის და ოპოზიციის მხრიდან არგუმენტების მოსმენისთვის სრული მზადყოფნა გამოხატა.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ ოპოზიციას, დაბრუნებულიყვნენ ნორმალურ პოლიტიკურ პროცესში, ოპოზიციის ნაწილი აგრძელებდა დღემდე დესტრუქციულ მოქმედებებს. ჩვენ ვფიქრობთ იმაზეც, რომ მივცეთ ოპოზიციას ნებისმიერი დრო, თუ ისინი ფიქრობენ, რომ დესტრუქციით და პიკეტირებით არის შესაძლებელი პოლიტიკის კეთება, რაიმე შეთანხმების მიღწევა. თუმცა, ამ შემთხვევაში გავითვალისწინეთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების რჩევა და მზად ვართ ამ შეხვედრისთვის. მზად ვართ მოვუსმინოთ ოპოზიციას, რა წინადადებები და რა არგუნეტები აქვთ. გვესმოდა სხვადასხვა მოდელებზე ამ დღეებში საუბარი, ახლა, ამ ფორმატში შესაძლებელი იქნება კონკრეტული არგუმენტების განხილვა.

ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ მოგვიწევს 2020 წლის არჩევნებისთვის ქვეყანა მოვამზადოთ. ეს არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა და ჩვენ ამ პასუხისმგებლობას შევასრულებთ, რომ 2020 წლის არჩევნები ჩატარდეს დემოკრატიულად, თავისუფლად და სამართლიანად“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.​


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა