logo2
logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
მამუკა მდინარაძე: როდესაც ოპოზიცია დაბრუნდება კონსტრუქციულ რეჟიმში, მაშინ მათთან ყველა თემაზე ვილაპარაკებთ
მამუკა მდინარაძე: როდესაც ოპოზიცია დაბრუნდება კონსტრუქციულ რეჟიმში, მაშინ მათთან ყველა თემაზე ვილაპარაკებთ
19:33 28.11.2019
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ოპოზიციასთან დიალოგის დაწყების წინაპირობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათი კონსტრუქციულ რეჟიმში დაბრუნების შემდეგ მათთან ნებისმიერ თემაზე ისაუბრებენ.


„მე და ჩემმა კოლეგებმა დღეს გავაკეთეთ განცხადება და აღვნიშნეთ, რომ - დიალოგის რეჟიმი ყოველთვის არის მისაღები. ეს პროცესი კი მანამდე არ დაიწყება, სანამ ოპოზიციის წარმომადგენლები მიწაზე არ დაეშვებიან და არ მიხვდებიან, რომ ქუჩის საპროტესტო აქციები მხოლოდ და მხოლოდ მათ მარგინალიზაციას უწყობს ხელს და მეტს არაფერს. რეალურად, როდესაც ისინი დაბრუნდებიან კონსტრუქციულ რეჟიმში, ვილაპარაკებთ ყველა თემაზე.

ვილაპარაკოთ ნებისმიერ თემაზე, მაგრამ რაც გონებასთან და აზრთან ახლოს იქნება.

„გერმანულ მოდელს“, რომ გვთავაზობდნენ ერთი კვირის წინ და ახლა მესიჯებს ცვლიან. ნახეთ თუ რა გაკვეთილები ჩაუტარა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს. აღსანიშნავია ისიც თუ ვინ უდგათ გვერდში და ნაციონალური მოძრაობა, რომ გიპროტესტებს, ესეც პარადოქსულია. მოკლე ექსკურსს გავაკეთებ და ვიტყვი მაგალითად, რომ ნაცმოძრაობა გვიპროტესტებს ოკუპაციას, როდესაც მათ დაკარგეს და ჩააბარეს ტერიტორიები. ისინი წავიდნენ მერე ორ თვეში და ხმა მისცეს რეზოლუციას, სადაც ეწერა, რომ „ომი საქართველოს დაიწყო“. ეს „გაუპრავეს“ და ისინი გვიპროტესტებენ ოკუპაციას. ისინი აპროტესტებენ პროპორციულ სისტემაზე ვადაზე ადრე გადასვლას, რომელიც ჩვენ ჩავწერეთ სხვათა შორის, მაშინ როდესაც ყველას კარგად გვახსოვს, რომ პროპორცია - 50 მაჟორიტარი და 100 პროპორციული შეცვალეს მაჟორიტარების სასარგებლოდ. მემორანდუმს უფორმებდნენ ე.წ. ოპოზიციურ პარტიებს, რომ 40 მაჟორიტარით გაეზარდათ და მაშინ ევროპელი კოლეგების მხრიდან ატყდა ერთი ამბავი და ამის უფლება არ მისცეს. ეს ხალხი დღეს აპროტესტებს 2020 წელს რომ ვერ გადავდივართ პროპორციულ სისტემაზე“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა