logo2
logo2
არქივი
« აგვისტო 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
logo2
logo2
logo2
დიმიტრი ხუნდაძე: მიგრაციული სურათი დღეს მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია, ვიდრე ეს იყო აქამდე
დიმიტრი ხუნდაძე: მიგრაციული სურათი დღეს მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია, ვიდრე ეს იყო აქამდე
19:29 28.11.2019
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, შრომით მიგრაციასთან და ზოგადად მიგრაციასთან დაკავშირებით საკმაოდ ხშირია სპეკულაციები და ეს დაუკავშირეს ბიძინა ივანიშვილის ნათქვამსაც, თითქოს ქართული ოცნების ლიდერი მოსახლეობას საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლისკენ მოუწოდებდეს.

დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, პარლამენტმა შრომით მიგრაციასთან დაკავშირებით კანონმდებლობაზე მუშაობა ჯერ კიდევ წინა მოწვევის პარლამენტში დაიწყო და ეს სულაც არ ნიშნავდა იმას, რომ აქ არ უნდა დასაქმებულიყო ხალხი და რაც შეიძლება ბევრი უნდა გასულიყო საზღვარგარეთ.

„როცა ეს საკითხი არ იყო წესრიგში, ხშირად იყო ტრეფიკინგის საშუალება, ამიტომ აუცილებელია, რომ გარე მიგრაცია, შრომითი მიგრაცია იყოს ლეგალური, კონტროლირებადიც და კანონმდებლობის დონეზეც გამყარებული, რომ დავიცვათ ისევ მოქალაქეების უფლებები“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მისივე თქმით, არც შრომითი მიგრაციაა ნეგატივში წარმოსაჩენი, რადგან ეს არის მსოფლიოში მიღებული, როცა ზოგიერთი მოქალაქე გადის საზღვრებს გარეთ და იქ ეძებს სამუშაოს.

„მიგრაციულ პროცესზე მსურს გავაკეთო განმარტება. ესეც სპეკულაციის საგანი ხდება და გვესმის ჩვენ თითქოს დღეს, ამ ბოლო წლებში უფრო მეტი მოქალაქე ტოვებს ქვეყანას, ვიდრე ეს იყო აქამდე. სხვათა შორის სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემები მოაქვთ ხოლმე მტკიცებულებად, და ვფიქრობ უპრიანი იქნება ისევ სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით შევეცადო გავაკეთო განმარტება ანუ რასაც გვიპირისპირებენ იმით გპასუხობთ: სწორედ ამ სტატისტიკის მონაცემებით პიკური მაჩვენებელი, როდესაც ყველაზე მეტი ადამიანი ტოვებდა ქვეყანას, იყო 2009-2010-2011 წლები, როცა ქვეყნიდან გასული მოქალაქეების რიცხვი იყო ორნიშნა - ანუ 34 ათასი, 30 ათასი, 35 ათასი. დღეს ეს ციფრი არის ერთნიშნა. ძალიან ხშირად სპეკულირებენ და ეს არის აბსოლუტურად არასწორი - მიგრაციული სურათი დღეს არის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული, ვიდრე ეს იყო აქამდე. ამიტომ შეეშვით სპეკულაციას, თუ თქვენ გაწუხებთ ქვეყნის ბედი, ვისაც ეს ეხება, იმათ გასაგონად ვამბობ, სწორად, ობიექტურად წარმოაჩინეთ სურათი, და არ ეძებოთ მხოლოდ პოლიტიკური სარგებელი, ქვეყანა და მისი მომავალი სწორად დაიგეგმება მაშინ, როცა რეალობას გაუსწორებთ თვალს და არა იმის ძიებას, ვინ როგორ შემოაღწიოს პარლამენტში და როგორ წარმოაჩინოს შენება - ნგრევად“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა