logo2
logo2
არქივი
« აგვისტო 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
logo2
logo2
logo2
 პარლამენტის ეთიკის საბჭოს წევრები სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში იმყოფებოდნენ
პარლამენტის ეთიკის საბჭოს წევრები სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში იმყოფებოდნენ
22:52 21.11.2019
საქართველოს პარლამენტის ეთიკის საბჭოს წევრები, დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR), ეუთოს (OSCE) და ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ორგანიზებით, სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში იმყოფებოდნენ.

შეხვედრების მიზანია საპარლამენტო ეთიკის საბჭოს მუშაობის საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება და საქართველოს პარლამენტში ეთიკის საბჭოს წარმატებული ფუნქციონირების ხელშეწყობა.

ეთიკის კოდექსის აღსრულების მონიტორინგის საუკეთესო გამოცდილების გაზიარების მიზნით ღია მმართველობის პარტნიორობის - OGP -ის წევრი ქვეყნების მხარდაჭერის პროგრამის ხელმძღვანელს პოლ მაასენს, საერთაშორისო გამჭვირვალობა ევროკავშირთან, EU Integrity პროგრამის ადვოკატირების უფროსს ნიკოლას აიოსას და EU Integrity პროგრამის პოლიტიკის ოფიცერს ვიტორ ტეიქსირას შეხვდნენ.

დელეგაციის წევრები ეთიკის კოდექსით რეგულირებული საკითხების - სიძულვილის ენის და დისკრიმინაციის რეგულაციების გაზიარების მიზნით ევროპულ საგარეო ქმედებათა სამსახურის წარმომადგენლებს: ადამიანის უფლებათა განყოფილების პოლიტიკის ოფიცერს პაოლო სალვიას, საქართველოს თემებზე მომუშავე გუნდის წარმომადგენლებს იზაბელა ტორტას და სოფი ვან ბერგნერს და სიძულვილის ენის საკითხებზე მომუშავე თანამშრომელს იოჰანეს ბოერმანს შეხვდნენ .

ოფიციალური შეხვედრები გაიმართა ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტთან, ევროაპრალემნტის წევრების ქცევის/ეთიკის საკონსულტაციო კომიტეტის წევრთან ჰაიდი ჰაუტალასთან. ევროპარლამენტის პრეზიდენტის კაბინეტის წევრთან და მრჩეველთან სამართლებრივ საკითხებში მაიკლ ვაისთან და ევროპარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარესთან ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტში (PAC) მარინა კალიურანდთან და სვენ მიკსერთან, საქართველოს საკითხებზე მომხსენებლი საგარეო საქმეთა კომიტეტში.

ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები გამჭვირვალობის სამსახურის, დოკუმენტებზე საჯარო ხელმისაწვდომობის გენერალური დირექტორიატის წარმომადგენელს ჯერები ბენტლის, ადმინისტრაციული სამსახურის ევროპარლამენტის წევრების ქცევის/ეთიკის კოდექსის გენერალურ დირექტორიატის წარმომადგენელს ბარბარა ტოშეგს, გამჭვირვალობის სამსახურის, ინტერესთა გამჭვირვალობის რეესტრის გენერალური დირექტორიატის წარმომადგენელს მარი თილთს და ევროპის ომბუცმენის ოფისის გენერალურ მდივანს კესირა დანიელოს შეხვდნენ.

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ბრიუსელში ირინა ფრუიძე, ნინო წილოსანი, ოთარ კახიძე, ემზარ კვიციანი და ეკა ბესელიას შემადგენლობით მონაწილეობდა.

შეხვედრებში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ნიკოლოზ სამხარაძე, საქართველოს პარლამენტის თანამშრომელი ქეთევან ფირანიშვილი, OSCE/ODIHR - ის წარმომადგენელი იაკობო ლეონე და - ODIHR -ის დემოკრატიზაციის დეპარტამენტის უფროსი მარჩინ ვალეცკი, NDI საქართველოს ოფისის დირექტორი ლორა თორნტონი, NDI საქართველოს ოფისის საპარლამენტო პროგრამის ხელმძღვანელი ირინა რეხვიაშვილი და NDI საქართველოს ოფისის წარმომადგენელი ანა ამირანაშვილი.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა