logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
საქართველოს პარლამენტში აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების პარლამენტის აპარატის თანამშრომელთა სასწავლო ვიზიტი შედგა
საქართველოს პარლამენტში აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების პარლამენტის აპარატის თანამშრომელთა სასწავლო ვიზიტი შედგა
17:58 08.11.2019
აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების პარლამენტის აპარატის უფროსების მიერ

ხელმოწერილ „თბილისის მემორანდუმის“ ფარგლებში, საქართველოს პარლამენტში აპარატის თანამშრომელთა პირველი სასწავლო ვიზიტი გაიმართა.

აზერბაიჯანის, უკრაინის, მოლდოვის, სომხეთის და ბელორუსის პარლამენტების აპარატის თანამშრომლები, ორი დღის განმავლობაში, საქართველოს პარლამენტის აპარატში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმების შესახებ ინფორმაციას და პრეზენტაციებს გაეცნენ.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სასწავლო ვიზიტის მონაწილეებს პარლამენტის აპარატის უფროსმა, გივი მიქანაძემ უმასპინძლა და სხვადასხვა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს აპარატის თანამშრომლებთან, მემორანდუმის ფარგლებში განხორციელებული პირველი სასწავლო ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„მნიშვნელოვანია, რომ „თბილისის მემორანდუმის“ ფარგლებში აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების პარლამენტის აპარატების თანამშრომელთა პირველი სასწავლო ვიზიტი საქართველოში გაიმართა.

სასწავლო ვიზიტის მიზანია რეგიონში ჩვენ პარტნიორ ქვეყნებს გავაცნოთ ის რეფორმები და მიღწევები, რომელიც საქართველოს პარლამენტში მიმდინარებს. ორი დღის განმავლობაში აპარატის თანამშრომლებს შესაძლებლობა ქონდათ შეხვედროდნენ როგორც პარლამენტის წევრებს, ასევე პარლამენტის აპარატის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს და გაცნობოდნენ იმ ნოვაციებს, რომლებიც საქართველოს პარლამენტში ბოლო პერიოდის განმავლობაში დაინერგა“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.

საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის განცხადებით, სასწავლო ვიზიტები მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ ექვსი ქვეყნის პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს პირდაპირი კომუნიკაციის და უშუალო ურთიერთობების დამყარების შესაძლებლობებიეძლევათ.

ორდღიანი სასწავლო ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის, უკრაინის, მოლდოვის, სომხეთის და ბელორუსის პარლამენტების აპარატის თანამშრომლები პარლამენტის კვლევითი ცენტრის უფროსს, ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსს, საქმისწარმოების დეპარტამენტის უფროსს, პარლამენტის სასწავლო ცენტრის და პრესცენტრის წარმომადგენლებს შეხვდნენ.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა