logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ესტონეთში იმყოფება
საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ესტონეთში იმყოფება
15:17 08.11.2019
საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, გიორგი ხატიძის ხელმძღვანელობით, ესტონეთში, ქალაქ ტალინში აშშ-ს დემოკრატიის პარტნიორობის პროგრამის (HDP), საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IღI) და ესტონეთის ელექტრონული მმართველობის აკადემიის მიერ ორგანიზებულ სასწავლო ტურში მონაწილეობდა. სემინარის თემას ელექტრონული მმართველობის დანერგვასთან დაკავშირებით ესტონეთის გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა. სომხეთის, უკრაინის, ჩრდილო მაკედონიის დელეგაციებთან ერთად, საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ელექტრონული მმართველობის სფეროში ქვეყნის მიერ მიღწეულ წარმატებებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს.


საქართველოს პარლამენტის წევრებმა დამსწრე საზოგადოებას, ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს მიერ საქართველოში ელექტრონული მმართველობის დანერგვისა და განხორციელებისათვის ჩატარებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.


დელეგაციის ხელმძღვანელმა, გიორგი ხატიძემ ყურადღება გაამახვილა ღია მმართველობის პროგრამის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის მიღწევებზე, საკანონმდებლო პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერებისთვის ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენების მიმართულებით. სემინარზე, სხვა საკითხებთან ერთად, განიხილეს ელექტრონული კაბინეტი - ესტონეთის მთავრობის მიდგომა გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულებისადმი; მართვა, დემოკრატია და მოქალაქეთა ჩართულობა ციფრულ საზოგადოებაში; ციფრული საზოგადოების სამართლებრივი საფუძვლები; საჯარო-კერძო პარტნიორობის მოდელი ელექტრონული მმართველობის განვითარებასა და მოქალაქეთა ჩართულობაში; ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების პარტნიორობა მდგრადი დემოკრატიის მშენებლობაში.

ვიზიტისას, საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრები შეხვდნენ კოლეგებს ესტონეთის პარლამენტიდან მათ შორის, ესტონეთი-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს.


ესტონეთი, როგორც საქართველოს პარტნიორი და მეგობარი ქვეყანა, მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და არაღიარების პოლიტიკას, საქართველოში დემოკრატიის განვითარებასა და შესაბამისი რეფორმების განხორციელებას.



საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ტალინში გიორგი ხატიძის, გიორგი კახიანის, გუგული მაღრაძის, ირაკლი აბესაძის და მამუკა ჩიქოვანის შემადგენლობით მონაწილეობდა





FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა