logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
არჩილ თალაკვაძე: ჩემი პოზიცია დღესაც არის, რომ მაკო გომურს უნდა ჰქონდეს დაზარალებულის სტატუსი
არჩილ თალაკვაძე: ჩემი პოზიცია დღესაც არის, რომ მაკო გომურს უნდა ჰქონდეს დაზარალებულის სტატუსი
22:23 07.11.2019
„დაახლოებით ერთი თვის წინ დამისვეს კითხვა დაზარალებულის სტატუსთან დაკავშირებით და მაშინ ვთქვი, რომ მაკო გომურს უნდა ჰქონდეს დაზარალებულის სტატუსი. ჩემი პოზიცია დღესაც იგივეა და მჯერა, რომ ადრე თუ გვიან და იმედით ველოდები, რომ უფრო მეტად ადრე, ის მიიღებს დაზარალებულის სტატუსს“,-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ტელეკომპანია „პირველის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.

არჩილ თალაკვაძემ 20 ივნისის მოვლენების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მაკო გომურის ისტორია მისთვის მძიმე, ადამიანური ისტორიაა. მისივე თქმით, 20 ივნისს დაშავებული მოქალაქეები ხელისუფლებას უყურადღებოდ არ დაუტოვებია.

„ახალგაზრდა ადამიანმა, ჩემმა თანატოლმა დაკარგა თვალი, მიიღო ძალიან მძიმე დაზიანება. პირდაპირ გეუბნებით, როდესაც ვსაუბრობთ მასზე და იმ ადამიანებზე, ვინც იქ დაზარალდნენ - ახალგაზრდებზე, ჟურნალისტებზე, პოლიციელებზე, პირდაპირ გეუბნებით, რომ თმები მიდგება ყალყზე და ძალიან განვიცდი. პირველ რიგში რაც ჩვენ გავაკეთეთ, იყო ის, რომ ამ ადამიანებს დავხმარებოდით და მათი სრული რეაბილიტაცია მომხდარიყო. მაკო გომურმა მიიღო სრული ყურადღება და დახმარება რაც ჩვენ შეგვეძლო. თუ რამე სჭირდება კიდევ, გვითხარით და მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ კიდევ უფრო მეტად დავეხმაროთ ამ ადამიანებს, მაგრამ უყურადღებოდ ჩვენ არ დაგვიტოვებია. ვერავინ ვერ იტყვის, რომ უყურადღებოდ დავტოვეთ. არ ყოფილა ასე“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

არჩილ თალაკვაძე გამოეხმაურა 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული სამართალდამცავების პატიმრობიდან გათავისუფლებასაც. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ პასუხისმგებლობა სახელმწიფომ, პირველ რიგში, თავის მხარეს გადაამოწმა.

„თუ სამართლიანი უნდა იყოთ და ობიექტურად გინდათ ამის შეფასება, მოდით სიმართლე ვთქვათ. ის ადამიანებიც გაათავისუფლეს, ვინც ძალადობრივ შეტევაში მონაწილეობდა და პოლიციელებს ურტყამდა. ნაწილი ციხეშია, მასე პოლიციელების ნაწილიც პასუხისგებაშია მიცემული და მაღალჩინოსნები გადაყენებული. პასუხისმგებლობა სახელმწიფომ პირველ რიგში თავის მხარეს გადაამოწმა. პირველ რიგში გამოძიება დაიწყო პოლიციელების წინააღმდეგ. გამოუშვეს ჯერ ის ხალხი, ვინც ძალადობრივ შეტევაში მონაწილეობდა. ჩვენ გავითვალისწინეთ საზოგადოების აზრი“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, 20 ივნისის ღამეს პარლამენტზე ძალადობრივი შეტევა იგეგმებოდა და ფაქტია ისიც, რომ არცერთი დემოკრატიული სახელმწიფო არ მოითმენს და მხარს არ დაუჭერს იმას, რომ მის კონსტიტუციურ ინსტიტუტზე ძალადობრივი შეტევა განხორციელდეს.

„რა უნდა ექნა შინაგან საქმეთა მინისტრს. სახელმწიფო უნდა ჩაებარებინა ერთი პოლიტიკური ჯგუფისთვის, ვინც გადატრიალებას გეგმავდა, პარლამენტზე შტურმით შეტევას გეგმავდა? ასეთი შინაგან საქმეთა მინისტრი გინდათ თქვენ, რომ გყავდეთ მთავრობაში? თუ არ გინდათ, მაშინ რატომ აკრიტიკებთ? როდესაც თქვენ მეუბნებით დაზარალებულ ახალგაზრდებზე, ეს დაზარალებული ახალგაზრდები არა მხოლოდ ძალის გადამეტების შედეგად დაზარალდნენ, იმიტომაც დაზარალდნენ, რომ ამ კონკრეტულმა რამდენიმე პოლიტიკოსმა უპასუხისმგებლობა გამოიჩინა და გამოიყენეს ახალგაზრდების მშვიდობიანი პროტესტი თავისი პარტიული ინტერესებისთვის. აი ეს იყო რეალობა“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.​
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა