logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
სოზარ სუბარი: 7 ნოემბრის დარბევას წინ უძღოდა ვანო მერაბიშვილის კაბინეტში ჩატარებული თათბირი, სადაც ითქვა, რომ უსასტიკესად უნდა დაერბიათ მიტინგი, ეცემათ თითოეული მონაწილე, წაერთმიათ მათთვის ბიზნესები - თუ ჰქონდათ, გაეყარათ სამსახურებიდან, დაეწვათ ჯიხურები,
სოზარ სუბარი: 7 ნოემბრის დარბევას წინ უძღოდა ვანო მერაბიშვილის კაბინეტში ჩატარებული თათბირი, სადაც ითქვა, რომ უსასტიკესად უნდა დაერბიათ მიტინგი, ეცემათ თითოეული მონაწილე, წაერთმიათ მათთვის ბიზნესები - თუ ჰქონდათ, გაეყარათ სამსახურებიდან, დაეწვათ ჯიხურები,
21:04 07.11.2019
7 ნოემბრის დარბევას წინ უძღვოდა 4 ნოემბერს ვანო მერაბიშვილის კაბინეტში ჩატარებული თათბირი, სადაც ითქვა, რომ უსასტიკესად უნდა დაერბიათ მიტინგი, ეცემათ თითოეული მონაწილე, წაერთმიათ მათთვის ბიზნესები - თუ ასეთი ჰქონდათ, გაეყარათ სამსახურებიდან, დაეწვათ ჯიხურები, მანქანები“,- ამის შესახებ რეგიონულ საკითხებში პრემიერის მრჩეველმა, სოზარ სუბარმა ტელეკომპანია ,,იმედის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ქართველმა ხალხმა 7 ნოემბერს მკაფიოდ თქვა, რომ თავისუფლებას არ დათმობს, ღირსებას არ დათმობს და ეს დღე ამითაა გამორჩეული.

,, მსოფლიოში ძალიან ბევრი დარბევა ხდება. არის მსხვერპლიც, მათ შორის დემოკრატიულ ქვეყნებშიც. გამოსვლები დემოკრატიული და არა დემოკრატიული ქვეყნის შემადგენელი ნაწილია. რატომ იყო 7 ნოემბერი გამორჩეული და რით განსხვავდება ყველა შემდგომისგან? ბუნებრივია ყველა გამოსვლას რაღაც მიზეზი აქვს, მაგრამ რა იყო 7 ნოემბერი და რა უძღოდა წინ? 2 ნოემბრიდან მოყოლებული აბსოლუტურად მშვიდობიანი, ხალხით გადაჭედილი რუსთაველი, თავისუფლების მეტროდან ოპერამდე და არ ყოფილა ძალადობის არცერთი ფაქტი, ერთი მოწოდებაც კი არ ყოფილა ძალადობისკენ და 7 ნოემბრის დარბევა, რომელსაც წინ უძღვოდა 4 ნოემბერს ვანო მერაბიშვილის კაბინეტში ჩატარებული თათბირი, სადაც თქვეს, რომ უსასტიკესად უნდა დაერბიათ მიტინგები, ეცემათ თითოეული მონაწილე, წაერთმიათ მათთვის ბიზნესები - თუ ასეთი ჰქონდათ, გაეყარათ სამსახურებიდან, დაეწვათ ჯიხურები, მანქანები“,- განაცხადა სოზარ სუბარმა.

იგი 2019 წლის 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ 20 ივნისს იყო პარლამენტში შეჭრის მცდელობა, რომელსაც თავისი სამართლებრივი შეფასება აქვს. იყო პოლიციელებზე თავდასხმები, პოლიციელების ცემა, პოლიციელებისთვის სპეც - იარაღების, სპეც საშუალებების წართმევები.

,,ყველანი ჩვენი თვალით ვხედავდით, რომ იყო მოწოდებები, ხელისუფლება უნდა დაემხოს და დამთავრდეს დღეს. გარეთ იყვნენ ეს მოძალადეები და შიგნით ადამიანები, რომლებსაც დაკავებული ჰქონდათ პარლამენტის შენობა. ამ დროს, როდესაც ხელისუფლება არსებობს, ხელისუფლებას აქვს არა მხოლოდ ლეგიტიმური უფლება, არამედ მოვალეა გამოიყენოს ლეგიტიმური ძალა. ნურავინ ნუ იტყვის, რომ ვერ ხედავდა, პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობას, პოლიციელებზე თავდასხმას და მაინც იქ იყო. როდესაც პოლიციელი იგერიებს თავდამსხმელს და რეზინის ტყვიას და გაზის ყუმბარას ისვრის თავდამსხმელების განეიტრალების მიზნით, ზუსტად ვერ გათვლი ვინ დაშავდება. პირველ რიგში ყველამ უნდა ისწავლოს, რომ ქართველი ხალხი არ დათმობს ღირსებას და არ დათმობს თავისუფლებას. 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს გაიმარჯვა თავისუფლებამ, გაიმარჯვა ქართველმა ხალხმა და ამის შემდეგ ყველა არჩევნებზე ქართველი ხალხი თავის ამ გადაწყვეტილებას აფორმებს მორიგ ჯერზე“,- განაცხადა სოზარ სუბარმა
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა