logo2
logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გურამ ნიკოლაშვილი: ბიძინა ივანიშვილთან ვრცელი ინტერვიუ პრაქტიკულად სახელმძღვანელოა ყველა იმ ბრალდების წინააღმდეგ, რაც მისი პროექტების საწინააღმდეგოდაა წარმოდგენილი
გურამ ნიკოლაშვილი: ბიძინა ივანიშვილთან ვრცელი ინტერვიუ პრაქტიკულად სახელმძღვანელოა ყველა იმ ბრალდების წინააღმდეგ, რაც მისი პროექტების საწინააღმდეგოდაა წარმოდგენილი
19:27 04.11.2019
"დღეს ჟურნალ ,,ანტრეპრენერში“ ბიძინა ივანიშვილთან ვრცელი ინტერვიუ გამოქვეყნდა, რომლის ძირითადი თხრობაც მიმდინარეობს სოციალური მეწარმეობის ჭრილში. სოციალური მეწარმეობა წარმოადგენს ინვესტირების ისეთ ფორმას, რომელიც ერთის მხრივ აგებულია ბიზნეს-მოდელზე, მაგრამ მეორეს მხრივ, არ არის გათვლილი მოგებასა და კაპიტალის ზრდაზე. სტატიის ავტორი ახერხებს დაგვანახოს, რომ სოციალური ანტრეპრენერის ყველაზე მკაფიო მაგალითს ბიძინა ივანიშვილი წარმოადგენს“,- ამის შესახებ საჯარო პოლიტიკის სპეციალისტმა გურამ ნიკოლაშვილმა ტელეკომპანია ,,იმედის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ინტერვიუ ერთ მთლიან პორტფელად კრავს ყველა იმ აქტივობას, რასაც ბიძინა ივანიშვილი ახორციელებს სხვადასხვა ფონდების მეშვეობით.

,,დღეს ჟურნალ ,,ანტრეპრენერში“ გამოქვეყნდა ვრცელი ინტერვიუ ბიძინა ივანიშვილთან, რომლის ძირითადი თხრობაც მიმდინარეობს სოციალური მეწარმეობის ჭრილში. ჟურნალში სხვა სტატიებიც იძებნება ამ ფენომენზე და სტატიის შესავალში მოცემულია განმარტებაც. სოციალური მეწარმეობა წარმოადგენს ინვესტირების ისეთ ფორმას, რომელიც ერთის მხრივ აგებულია ბიზნეს-მოდელზე, მაგრამ მეორეს მხრივ, არ არის გათვლილი მოგებასა და კაპიტალის ზრდაზე. ამგვარი ინვესტიცია ასრულებს ყინულმჭრელის ფუნქციას და მის მთავარ მიზანს წარმოადგენს გარკვეულ დარგსა თუ მხარეში ბიზნეს-კლიმატის მთლიანად შეცვლა, იმგვარი მოცემულობის მიღწევა, რაც მამოძრავებელი იქნება სექტორთან დაკავშირებული პირდაპირი და ირიბი ბიზნესებისთვის, მოსახლეობის დასაქმებისთვის და ეკონომიკური ზრდისთვის. სტატიის ავტორი ახერხებს დაგვანახოს, რომ სოციალური ,,ანტრეპრენერის“ ყველაზე მკაფიო მაგალითს ბიძინა ივანიშვილი წარმოადგენს და თხრობის კვალდაკვალ ვიგებთ დეტალურ ინფორმაციას მისი ავტორობით შესრულებული პროექტების შესახებ. ივანიშვილი მოგვითხრობს ურეკის პარაგრაფსა და ბლექ სი არენაზე, გვიჩვენებს აბასთუმნის პროექტის დაბადებას და განვითარებას, წარმოგვიდგენს წყალტუბოს მასშტაბურ რეაბილიტაციას, აღწერს თბილისის პანორამის განვითარებას და მთაწმინდის ფერდობის გამწვანების უნიკალურ გადაწყვეტილებას. ინტერვიუ ერთ მთლიან პორტფელად კრავს ყველა იმ აქტივობას, რასაც ბიძინა ივანიშვილი ახორციელებს სხვადასხვა ფონდების მეშვეობით. ტურიზმის განვითარების ფონდი კი გვევლინება იმ მთავარ ინსტრუმენტად, რაც მასშტაბური პროექტების ასაწევად გამოიყენება. ტექსტი პრაქტიკულად სახელმძღვანელოა ყველა იმ ბრალდების წინააღმდეგ, რაც ივანიშვილის პროექტების საწინააღმდეგოდაა წარმოდგენილი, მიმდინარე საქმიანობის ერთიანი, მონოლითური წარმოდგენა და აღქმა ცხადჰყოფს, თუ რა მასშტაბისაა მიმდინარე სამუშაოები, რა შედეგი მოაქვს უკვე და რა შედეგს მოიტანს უახლოეს წლებში გაწეული შრომა“,- განაცხადა გურამ ნიკოლაშვილმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა