logo2
logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ზვიად ძიძიგური: რაც უფრო ხშირად იქნება ივანიშვილის ინტერვიუები და წერილები, რომელიც მის საქველმოქმედო თუ პოლიტიკურ გეგმებთანაა დაკავშირებული, მით უფრო კარგი პასუხი იქნება ეს ოპონენტებისთვის
ზვიად ძიძიგური: რაც უფრო ხშირად იქნება ივანიშვილის ინტერვიუები და წერილები, რომელიც მის საქველმოქმედო თუ პოლიტიკურ გეგმებთანაა დაკავშირებული, მით უფრო კარგი პასუხი იქნება ეს ოპონენტებისთვის
17:28 04.11.2019
„ბიძინა ივანიშვილის წერილი არის პასუხი იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც მუდმივად აცხადებენ, რომ ბიძინა ივანიშვილი ყველაფერს ყიდულობს, თავის ბიზნესს აკეთებს, თავის ქონებას ამრავლებს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ზვიად ძიძიგურმა. მისი შეფასებით, ბიძინა ივანიშვილს წერილში კონკრეტული ფაქტები აქვს მოყვანილი, 120 მლნ-იანი ინვესტიციასთან დაკავშირებით.

„120 მილიონიანი ინვესტიცია ჩადო პარაგრაფში, რომელიც მართლა გადაიქცა ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საკურორტო დასასვენებელ ადგილად და სასტუმროდ. ამასთან, ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ 60 მლნ გადახდის პირობებში, მზად არის დაუთმოს ინვესტორს. ასევე პანორამა თბილისთან დაკავშირებით იმავეს ამბობს, აბასთუმნის კურორტთან დაკავშირებით და იმავეს ამბობს ძალიან ბევრ პროექტთან დაკავშირებით. თანაც უნდა გითხრათ, რომ ბიძინა ივანიშვილს, რომელსაც დაახლოებით 3 მლრდ აქვს ქველმოქმედება განხორციელებული ქვეყანაში, არ ეშლება ასეთი ტიპის ნაბიჯების გადადგმა. მთავარ ამოცანად ის აცხადებს და ასახელებს რომ შავი ზღვისპირეთის სწორედ ეს ნაწილი გახდეს კონკურენტუნარიანი ხმელთაშუა ზღვისა და შავი ზღვისპირეთის სხვა კურორტებთან მიმართებაში. აქედან საქართველოს ინტერესი იქნება, პირველ რიგში, განხორციელებული. მივესალმები ბატონი ბიძინას ასეთი ტიპის წერილებს. რაც უფრო ხშირად იქნება მისი ინტერვიუები და წერილები, რომელიც მის საქველმოქმედო თუ პოლიტიკურ გეგმებთანაა დაკავშირებული, მით უფრო კარგი პასუხი იქნება ეს ოპონენტებისთვის და ქართული საზოგადოებაც უფრო დეტალურად გაიგებს, სინამდვილეში რა ტიპის მოვლენებთან გვაქვს საქმე“ - აღნიშნა ზვიად ძიზიგურმა.

მისი განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი კატალიზატორის როლს თამამობს. „როგორც მან არაერთხელ ფაქტებით და ციფრებით დაასახელა, მიუხედავად იმისა, რომ ის ფინანსურ მოგებაზე კი არა, ფინანსურ ზარალზე მიდის, უნდა რომ დააჩქაროს პროცესები, რომელიც უკავშირდება ინვესტორებისა და ბიზნესმენების შემოსვლას, ტურისტების რაოდენობის გაზრდას საქართველოში“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯსომარის მოადგილემ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა