logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი ვოლსკი: ოპონენტებთან თანამშრომლობას ჭეშმარიტების დასადგენად აზრი არ აქვს
გიორგი ვოლსკი: ოპონენტებთან თანამშრომლობას ჭეშმარიტების დასადგენად აზრი არ აქვს
16:25 04.11.2019
“აზრი არ აქვს არანაირ ერთობლივ საქმიანობას ჭეშმარიტების დასადგენად იმიტომ, რომ ამ პოლიტიკურ ძალას, ერთს და მეორეს, ორივე, პრაქტიკულად, არის ერთი პოლიტიკური ძალა, მისწრაფება არ აქვს ჭეშმარიტების დადგენისკენ, მისწრაფება აქვს პოლიტიკური დივიდენდის მიღებისკენ და ამის ბევრი მაგალითი არსებობს“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

გიორგი ვოლსკი ფრაქციების - „ევროპული საქართველო“ და „ევროპული საქართველო - რეგიონების“ ინიციატივას გამოეხმაურა, რომელიც პრეზიდენტის მიერ მსჯავრდებულთა შეწყალების პროცესში არსებული შესაძლო კორუფციული სქემის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითვალისწინებს. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ოპოზიციასთან პარლამენტში თანამშრომლობის შესაძლებლობას ვერ ხედავს.


"რა საკითხზეც არ უნდა იყოს, ამ ძალასთან თანამშრომლობას პარლამენტში, მათ შორის, კომისიის საკითხებში, მე, პირადად, არ ვსაუბრობ უმრავლესობის სახელით, თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ კოლეგები დამეთანხმებიან - აზრი არ აქვს. ერთი იყო აზრი, როდესაც ვიმუშავეთ კარგად და რეალურად, საგარეო კურსის თაობაზე გვქონდა შეთანხმება 2013 წელს და შემდეგ, 2016 წელს, თუმცა, მაინც იქით ჩიოდნენ, რომ დავიყოლიეთ და გავაკეთებინეთ, თორემ ესენი არ აპირებდნენო. მაშინაც კი, იყო ისეთი დესტრუქცია, რომ მე მაშინაც წინააღმდეგი ვიყავი, რომ ამათთან ერთად რაიმე მიგვეღო საგარეო კურსთან დაკავშირებით, თუმცა, დოკუმენტი ჩვენი იყო, ჩვენს დოკუმენტს დაეთანხმნენ და კიდევ იქით დადიოდნენ და ამბობდნენ, რომ ჩვენ არაგულწრფელები ვართ. აქედან გამომდინარეობს ის დამოკიდებულება, რომელიც მე და ჩემს ბევრ კოლეგას გაგვაჩნია ნებისმიერი სტრუქტურის, ნებისმიერი ერთობლივი საქმიანობის ფორმატის შექმნის თაობაზე“,- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა