logo2
logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
logo2
logo2
საგარეო საქმეთა მინისტრმა ავსტრიელ ხალხს ეროვნული დღე მიულოცა
საგარეო საქმეთა მინისტრმა ავსტრიელ ხალხს ეროვნული დღე მიულოცა
21:36 28.10.2019
საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ავსტრიის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრო. მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ავსტრიელ ხალხს საქართველოს მთავრობის სახელით მშვიდობა, წარმატება და კეთილდღეობა უსურვა.


"ჩვენს ქვეყნებს მტკიცე პარტნიორობა აკავშირებთ, რაც საერთო ღირებულებებს და ურთიერთპატივისცემას ეფუძნება. საქართველოსა და ავსტრიას შორის კიდევ უფრო ფართოვდება როგორც პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები, ასევე თანამშრომლობა ტურიზმის სფეროში და ხალხთაშორისი კონტაქტები. ავსტრია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებშიც. ავსტრია არის მნიშვნელოვანი პარტნიორი საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე, რაც ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია."-განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.


დავით ზალკალიანმა სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის მნიშვნელობას და მას ორივე ქვეყნისთვის სასარგებლო და მნიშვნელოვანი უწოდა. მინისტრმა აღნიშნა, რომ რამდენიმე დღის წინ, ტოკიოში, საქართველოსა და ავსტრიის პრეზიდენტების შეხვედრა არის საქართველოსა და ავსტრიას შორის არსებული მჭიდრო ურთიერთობების კიდევ ერთი ნათელი დასტური. საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ავსტრიასთან სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას.


"გვსურს კიდევ უფრო გაღრმავდეს ორ ქვეყანას შორის არსებული ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები, რათა უფრო მეტი ავსტრიული ინვესტიცია განხორციელდეს საქართველოში. ამ მხრივ მინდა მივესალმო ავსტრიელი ბიზნესმენების ვიზიტს ჩვენს ქვეყანაში, ისევე როგორც, ნოემბერში დაგეგმილი სავაჭრო მისიის სტუმრობას საქართველოში. მჯერა, რომ ეს ვიზიტი, კიდევ უფრო გაზრდის საქართველოს საინვესტიციო კლიმატის მიმზიდველობას"-განაცხადა დავით ზალკალიანმა.


საგარეო საქმეთა მინისტრმა თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა ავსტრიაში საქართველოს ყოფილი ელჩის, კონსტანტინე ზალდასტანიშვილის განსაკუთრებულ წვლილს, ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარებაში. ზალკალიანმა ავსტრიის მთავრობას მადლობა გადაუხადა, ყოფილი ელჩის დიპლომატიური საქმიანობის განსაკუთრებულად დაფასებისთვის.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა