logo2
logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
logo2
logo2
თამარ ხულორდავა: ასოცირებული ქვეყნებისთვის საჭიროა დიფერენცირებული შეთავაზებები და სამოქმედო გეგმა, რომელიც მათ უფრო დააახლოებს ევროკავშირთან
თამარ ხულორდავა: ასოცირებული ქვეყნებისთვის საჭიროა დიფერენცირებული შეთავაზებები და სამოქმედო გეგმა, რომელიც მათ უფრო დააახლოებს ევროკავშირთან
19:11 16.10.2019
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა, ევროპის საგარეო ურთიერთობათა სამსახურის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელს, რიჩრდ ტიბელსს, ევროკავშირის წარმომადგენლობის პოლიტიკური მიმართულების უფროსს, ასუნსიონ სანჩეს რუისს და მის მოადგილეს, მონიკა ცაკის შეხვდა.

სტუმრები დაინტერესდნენ საქართველოში მიმდინარე რეფორმებით - სასამართლო და საარჩევნო სისტემებში განხორციელებული ცვლილებებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესით.

თამარ ხულორდავამ სასამართლო სისტემის რეფორმაზე ისაუბრა. „მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლეთა შერჩევის პროცესი პოლიტიკური პოლარიზაციის და სხვა მიზეზთა გამო კრიტიკის საგანი გახდა, მნიშვნელოვანია, თავი არ შევიკავოთ ამჟამად მიმდინარე მოვლენების დადებითად შეფასებისგან. ეს პროცესი უპრეცედენტოა საქართველოში და მას პარლამენტი მაღალი პასუხისმგებლობით ეკიდება. ყველა დაინტერესებული მხარე, პარლამენტარები და სამოქალაქო საზოგადოება აქტიურად არის ჩართული გასაუბრებაში. გარდა ამისა, პარლამენტის ყველა წევრი კარგად აცნობიერებს საკუთარ ინდივიდუალურ პასუხისმგებლობას ამ პროცესში“, - აღნიშნა თამარ ხულორდავამ.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა საკანონმდებლო ორგანოს გაძლიერების საკითხზე, საზედამხედველო ფუნქციაზე, რომლის განხორციელების შესაძლებლობაც ახალი რეგლამენტის მეშვეობით, პარლამენტს, ასე ეფექტურად პირველად მიეცა. ასევე, გამოყო საკომიტეტო მოკვლევის მნიშვნელობა კანონმდებლობის აღსრულების ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად.



დელეგაციის წარმომადგენლები მიესალმნენ ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში მიმდინარე საკანონმდებლო ცვლილებების პროცესში სხვადასხვა სექტორის ჩართულობას. შეხვედრისას, საქართველოს და ევროკავშირის ურთიერთობაში ვიზა-ლიბერალიზაციის მნიშვნელობას გაესვა ხაზი და როგორც აღინიშნა ორივე მხარემ ყველაფერი უნდა იღონოს იმისთვის, რომ ამ მიღწევას ხელი არაფერმა შეუშალოს. ამისთვის კი აუცილებელია საქართველოს პარლამენტის აქტიურობა შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნასა და მოსახლეობის სწორად ინფორმირებაში.



რადგან სტუმრებმა ვიზიტის ფარგლებში საოკუპაციო ხაზიც მოინახულეს, შეხვედრისას ასევე, აღინიშნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის როლი ადგილზე და ევროკავშირის მხრიდან მისიის მხარდაჭერის აუცილებლობა მანამ, სანამ მისიის ადგილზე ყოფნაა საჭირო.

რიჩარდ ტიბელსი დაინტერესდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში საქართველოს მოლოდინებით და პარტნიორობის სამომავლო განვითარების ხედვებით ასევე, ევრონესტის სამიტში ბელარუსის მონაწილეობასთან დაკავშირებით არსებული დამოკიდებულებებით.

კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საქართველოს მოლოდინები აღმოსავლეთ პარტნიორობისგან უფრო დიდია, ვიდრე ევროკავშირს სურს რომ შემოგვთავაზოს. მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდეს წევრ სახელმწიფოებთან მუშაობა და ამ მიმართულებით თამარ ხულორდავამ ხაზი გაუსვა საფრანგეთსა და გერმანიაში ბოლო დროს გამართულ შეხვედრებს. ასევე, აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებს შორის კავშირების გაძლიერებას, განსაკუთრებით კი, ეკონომიკური კავშირების, რადგან ეს ყოველივე ხელს შეუწყობს ვაჭრობის დივერსიფიკაციას შესაბამისად, რუსეთთან არსებული სავაჭრო კავშირებისგან მეტ დამოუკიდებლობას.

სასურველ გზავნილებზე საუბრისას, თამარ ხულორდავამ დადებითი პოლიტიკური დინამიკის შენარჩუნების აუცილებლობაზე, ფინანსური დახმარების გაზრდაზე, სექტორული თანამშრომლობის გაძლიერებაზე, აღმოსავლეთ პარტნიორობის საინვესტიციო სამოქმედო გეგმის მატერიალიზების აუცილებლობაზე ისაუბრა. „საჭიროა ასოცირებული ქვეყნებისთვის დიფერენცირებული შეთავაზებები და სამოქმედო გეგმა, რომელიც მათ უფრო დააახლოებს ევროკავშირთან“, - აღნიშნა თამარ ხულორდავამ.



რაც შეეხება ევრონესტის სამიტში ბელარუსის მონაწილეობის საკითხს, როგორც ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ აღინიშნა, საქართველო ამას მხოლოდ მიესალმება.



მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ მომავალი სამიტი ყველა მხარეს დაეხმარება უფრო მკაფიო სამომავლო გეგმის ჩამოყალიბებაში და აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის შედეგების მდგრადობის უზრუნველყოფაში.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა