logo2
logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
logo2
logo2
მამუკა მდინარაძე: ხომ არ გახსოვთ 1997 წელს ვინ იყო იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე და პასუხისმგებელი ყველა კანონზე? სააკაშვილი თუ ადეიშვილი?
მამუკა მდინარაძე: ხომ არ გახსოვთ 1997 წელს ვინ იყო იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე და პასუხისმგებელი ყველა კანონზე? სააკაშვილი თუ ადეიშვილი?
16:20 09.10.2019
აღნიშნული კითხვით ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს შალვა თადუმაძეს მიმართა.

მისი თქმით: „თქვენ, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები გამუნათებდნენ 1997 წელს მიღებული კანონებისთვის. ხომ არ გახსოვთ შემთხვევით, ვინ იყო იმ დროს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, რომელსაც ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა აქვს კანონებზე“?

მამუკა მდინარაძის შეფასებით ტელეკომპანია „იბერიას“ მფლობელმა ზაზა ოქუაშვილმა სახელმწიფოს კუთვნილი 50 მილიონი ვალი დააგროვა, ნიკა გვარამიამ კი 27-28 მილიონი და ახლა თავის მსხვერპლად წარმოჩენას ცდილობენ. „ოთხმოც მილიონამდე თანხა გააერთიანეს და ახლა იბერიის შენობაში განთავსებულები, თავის მსხვერპლად წარმოჩენას ცდილობენ“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ მისი განცხადებით, „იბერია“, რომელიც მეპატრონეს წაართვეს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს დაუბრუნდა მეპატრონეს. ასევე, წართმეული „რუსთავი 2“ თავის მეპატრონეს სტრასბურგის გადაწყვეტილებით დაუბრუნდა.

„დღეს რომან გოცირიძე გამოდის და ამბობს, თითქოს „რუსთავი 2“ გახსნილი იყო ჯიხურში, შემდეგ გაამდიდრეს ტელევიზია, შექმნეს მძლავრი მედიასაშუალება და თითქოს ამით ამართლებენ რუსთავი 2-ის ოკუპაციას. 80 მილიონი ხალხის ფულით გვიტევენ ფეიკ ნიუსებით. ერთი მხრივ გასაგებია, რომ რამდენიმე დღეში მივეცით საშუალება, რომ გაეხსნათ ტელევიზია, მაგრამ მეორე მხრივ, ხომ არ გვაქვს სერიოზული ხარვეზი ის, რომ ეს თანხა დღემდე გადაუხდელია“, - აღნიშნული კითხვით მამუკა მდინარაძემ შალვა თადუმაძეს მიმართა.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ასევე, დაინტერესდა მოსამართლეობის კანდიდატის აზრით იმასთან დაკავშირებით რომ თუ ქვეყანა წავიდა ავტორიტარიზმისკენ და შეუძლებელია ადამიანის უფლებების რეალიზება ასეთ ქვეყანაში, აქვს თუ არა ადამიანს იარაღის ხელში აღების და გამოყენების უფლება ასეთი რეჟიმის წინააღმდეგ. „თუ იმდენად ავტორიტარულია ქვეყანა, რომ შეუძლებელია არჩევნების უფლების რეალიზება, ამ შემთხვევაში ადამიანს აქვს თუ არა იარაღის ხელში აღების უფლება, ასეთი რეჟიმის წინააღმდეგ?“, - იკითხა მამუკა მდინარაძემ. იგი ასევე დაინტერესდა თუ რა გარანტია აქვს საზოგადოებას იმისა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, შალვა თადუმაძე, (იმ შემთხვევაში თუ მის კანდიდატურას პარლამენტი მხარს დაუჭერს) იქნება ობიექტური და მიუკერძოებელი იმის გათვალისწინებით, რომ ის 2012 წლიდან მოყოლებული არის მმართველი გუნდის წევრი.

„რა გარანტია აქვს ხალხს, საზოგადოებას, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, შალვა თადუმაძე, თუ მას პარლამენტმა მხარი დაუჭირა, რომელიც 2012 წლიდან მოყოლებული იყო გუნდის წევრი, იქნება ობიექტური და არავის სასარგებლო გადაწყვეტილებას არ მიიღებს მათ შორის, იქნება ობიექტური იმისდა მიუხედავად ვისაც და მი მის რომელ თანაგუნდელსაც არ უნდა შეეხებოდეს საქმე“ - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის