logo2
logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
logo2
logo2
ირაკლი სესიაშვილი: მიხარია, რომ ისეთი გავლენიანი გაზეთი როგორიც "ვაშინგტონ თაიმსია" განსაკუთრებულად პოზიტიურ სტატიას წერს საქართველოზე და ახალ პრემიერზე
ირაკლი სესიაშვილი: მიხარია, რომ ისეთი გავლენიანი გაზეთი როგორიც "ვაშინგტონ თაიმსია" განსაკუთრებულად პოზიტიურ სტატიას წერს საქართველოზე და ახალ პრემიერზე
12:43 09.10.2019
ამერიკულ გამოცემა "ვაშინგტონ თაიმსში" გიორგი გახარიას შესახებ გამოქვეყნებულ სტატიას პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი სოციალურ ქსელში აფასებს:

,,მიხარია რომ ისეთი გავლენიანი გაზეთი როგორიც ვაშინგტონ თაიმსია განსაკუთრებულად პოზიტიურ და ოპტიმისტურ სტატიას წერს საქართველოზე და ახალ პრემიერმინისტრ გიორგი გახარიაზე. საინტერესო ის არის რომ საქართველოს მომავალს სტატიის ავტორი ხედავს დიდი სახელმწიფოების ინტერესების ჭრილში და მისი თქმით, საგარეო არენაზე გიორგი გახარია წარმატებით განაგრძობს ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის გზას, ამას რუსეთთან ურთიერთობების გამწვავების გარეშე ახერხებს და ეს კურსი მოსახლეობის, ევროპული ქვეყნებისა და აშშ-ს სრული მხარდაჭერით სარგებლობს. ზოგადად ვაშინგტონ თაიმსი გიორგი გახარიას საგარეო პოლიტიკურ კურს განსაკუთრებულ ყუარადღებას უთმობს და ხაზს უსვამს რომ „მან მკაფიოდ დაადასტურა, რომ აშშ საქართველოს უახლოესი მოკავშირეა და საქართველოს ევროპული და ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაციის გაძლიერება მისი საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტია“.

სტატიის ავტორს გიორგი გახარიას არც განვლილი გზა დარჩენია უყურადღებოთ და მას დადებითად აფასებს, განსაკუთრებით კი მისი შსს მინისტრობის დროს ადამიანთა უფლებების დაცვის და გამჭირვალობის კუთხით გატარებულ უწყებრივ რეფორმებს. სტატიაში ხაზგასმულია, რომ პრემიერმა ქვეყანაში ბოლო პერიოდში მომხდარი კრიზისების ფონზე დაამტკიცა რომ შეუძლია სხვადასხვა ტიპის გამოწვევებს წარმატებით გაუმკლავდეს და ამ გზაზე მას მომავალში საკუთარი ხალხისა და ასევე აშშ-ს მხარდაჭერაც ჭირდება.

სტატიაში უყურადღებოდ არც ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე მტკივნეული ოკუპაციის თემა არის დატოვებული და სწორედ არის დანახული მისგან მომდინარე გამოწვევები, მათ შორის ეკონომიკურ ჭრილში. ამის ხაზგასასმელად მოყვანილია პრემიერ მინისტრის ციტატა რომ არა მხოლოდ ქართული მიწა არამედ: „საქართველოს ეკონომიკის 20% არის ოკუპირებული, ქვეყნის განვითარების პოტენციალის 20% არის ოკუპირებული, ქვეყნის ადამიანური კაპიტალის 20% არის ოკუპირებული - ამაშია ჩვენი ქვეყნის განვითარების ყველაზე დიდი მუხრუჭი“.

ამ სტატიამდე ბევრს გამორჩა მსოფლიო ბანკის შეფასება. 2019 წლის 1 ოქტომბერს მსოფლიო ბანკმა “მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების” მორიგი გამოკვლევა გამოაქვეყნა, რომელიც ექვსი მიმართულებით აფასებს მმართველობის ხარისხს.
ანგარიშის მიხედვით, საქართველო ბიუროკრატიის შეფასებით - მსოფლიოს საუკეთესო ოცეულში, კორუფციისაგან თავისუფლებით კი ევროპის საუკეთესო ათეულშია.

მიხარია რომ ევროკავშირის ქვეყნებზე წინ ვართ კორუფციასთან ბრძოლაში, გამჭვირვალობაში. საქართველოს საჯარო სექტორი კორუფციისაგან თავისუფლების მიხედვით უსწრებს მსოფლიოს ისეთ მოწინავე ქვეყნებს, როგორიცაა: ესპანეთი, პორტუგალია, ლატვია, ჩეხეთი, კვიპროსი, უნგრეთი, პოლონეთი, ხორვატია, ლიეტუვა, იტალია, ბულგარეთი, რუმინეთი, საბერძნეთი.

ასე პოზიტიურად გვაფასებს მსოფლიო, ნატო, მსოფლიო ბანკი, საერთაშორისო ინსტიტუტები, ქვეყნის შიგნით კი გვესმის ოპოზიციის მხოლოდ აპოკალიფსური და დესტრუქციული რეალობის დახატვის მცდელობა.
ეს არის ის განსხვავება რაც საზოგადოებას აძლევს საშუალებას ჯერ საკუთარი თვალით და მერე მიუკერძოებელი შემფასებლებისგან მიიღოს ობიექტური ინფორმაცია ქვეყანაში არსებული რეალობის შესახებ. ობიექტური სურათის დამახინჯება და ძალაუფლებისათვის ამ სიცრუით ბრძოლა ზოგიერთი ოპოზიციის მოძველებული იარაღია და წარსულშიც ამავე სიცრუით ცდილობდნენ ხელისუფლების შენარჩუნებას.

დიახ, როგორ საერთაშორისო დასკვნებში სწორედ არის მოცემული რეალობა, ამ ქვეყანას აქვს მნიშვნელოვანი პროგრესი და ნათელი მომავალი და ჩვენ ამ მომავლისკენ მიმავალ გზაზე წარმოქმნილ პრობლემებსაც ვხედავთ, ვიღებთ პასუხისმგებლობას გადაწყვეტილებებზე, ვსაუბრობთ ღიად, ვღებულობთ კონსტრუქციულ კრიტიკას და ვმუშაობთ არსებული პრობლემების მოგვარებაზე. სწორედ ამდაგვარი პროცესი არის უკეთესი და გამარჯვებული საქართველოს საწინდარი.“
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის