logo2
logo2
logo2
არქივი
« მარტი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
არჩილ თალაკვაძე ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა
არჩილ თალაკვაძე ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა
14:36 04.10.2019
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს, როუზ გოტემიოლერს შეხვდა.

შეხვედრაზე, რომელიც ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტის (NAC) ფარგლებში, ორმხრივ და შემდეგ, გაფართოებულ ფორმატში გაიმართა, საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო ევროატლანტიკურ სტრუქტრებში ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობას, მიღწეულ პროგრესსა და არსებულ გამოწვევებს.

არჩილ თალაკვაძემ ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს საკონსტიტუციო რეფორმაზე, პარლამენტის გაძლიერებაზე და ქვეყანაში მიმდინარე საარჩევნო და მართლმსაჯულების რეფორმებზე ესაუბრა. ყურადღება გამახვილდა საქართველოს პარლამენტის როლზე ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში.

საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და ოკუპირებული რეგიონებიდან მომავალ საფრთხეებს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საიმედო და ღირსეული პარტნიორია და ნატო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ჩვენს ქვეყანასთან თანამშრომლობას.

საქართველო ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს (NAC) უკვე მეხუთედ მასპინძლობს, რაც უპრეცენდენტო შემთხვევაა საბჭოს პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის ისტორიაში.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განხილული ძირითადი საკითხების შესახებ ჟურნალისტებთან გააკეთა კომენტარი. არჩილ თალაკვაძის თქმით, პარტნიორებთან შეხვედრაზე საქართველოსთვის ძლიერი პოლიტიკური და ეკონომიკური მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა. პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩვენს ქვეყანას ნატოს მხრიდან ძლიერი მხარდაჭერა აქვს.

„ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრამ ბათუმში კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს მიმართ ნატო-ს მხარდაჭერა ურყევია და პროგრესი, რომელიც გვაქვს, არის სათანადოდ შეფასებული და დანახული ჩვენი პარტნიორების მხრიდან. ვისაუბრეთ რეფორმებზე, რომელსაც ხელისუფლება და პარლამენტი და ხელისუფლება, ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით ახორციელებს - ეს არის საარჩევნო რეფორმა, ეს არის მართლმსაჯულების სისტემა და სასამართლო რეფორმა, ეს არის უსაფრთხოების და ეკონომიკური რეფორმები, განათლების რეფორმა და სტრატეგიული ინფრასტრუქტურის განახლება. პარტნიორებს ვუთხარი, რომ დემოკრატიის ეს დონე მოითხოვს უფრო ძლიერ ეკონომიკურ და პოლიტიკურ მხარდაჭერას მათი მხრიდან. საუბარი შეეხო ოკუპაციას - ყველა ხედავს, რომ საქართველოს ტერიტორიების ოცი პროცენტის ოკუპაცია არ არის ის, რაც უკვე მოხდა, ეს არის პრობლემა, რომელიც დღესაც გრძელდება და რეალურ საფრთხეებს უქმნის ჩვენს მიღწევებს დემოკრატიის, ეკონომიკის და უსაფრთხოების სფეროში. ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლიანი და პრაგმატული საგარეო პოლიტიკა, დღეს საქართველო არის ძალიან ახლოს ნატოს წევრობასთან და ასევე, მნიშვნელოვანია პროგრესი, რომელსაც წევრობისკენ გზაზე მივაღწიეთ“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა