სოფიო ქაცარავა: ყველა ფორმატს ვიყენებთ, რომ ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე ვისაუბროთ
სოფიო ქაცარავა: ყველა ფორმატს ვიყენებთ, რომ ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე ვისაუბროთ
17:39 03.10.2019
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ ვარშავაში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა ამერიკელ კონგრესმენებთან და ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილ დირექტორთან; გერმანიის ფედერალური ოფისის პოლიტიკურ დირექტორთან; პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის ვიცე მარშალთან და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან; თურქეთის ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან.

სოფიო ქაცარავა ასევე, შეხვდა პოლონეთში მცხოვრებ ქართველ სტუდენტებს, რომლებიც პოლონეთის უნივერსიტეტებში სახელმწიფო სტიპენდიით სწავლობენ.

შეხვედრების მთავარი თემა იყო ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული ყველა მნიშვნელოვანი საკითხი - საქართველოს ხელისუფლების მიერ წარმატებით განხორციელებული რეფორმები; საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ვითარება და უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები.

„ვიყენებთ ყველა ფორმატს, რომ ვისაუბროთ ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე და უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე. ვარშავის ფორუმის ფარგლებში გავმართე შეხვედრები, სადაც დისკუსიის მთავარ თემებს სწორედ ეს საკითხები წარმოადგენდა. საქართველო საერთაშორისო დღის წესრიგში ყოველთვის არის წარმოდგენილი მაღალ დონეზე და მომავალშიც ასე იქნება“ - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.
ბეჭდვა