logo2
logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
logo2
logo2
რომან კაკულია: არის არაერთგვაროვანი მიდგომები ხშირ შემთხვევაში სხვადასხვა სამინისტროში და ამის შესახებ ანგარიშში ასახვა იქნებოდა ძალიან საინტერესო
რომან კაკულია: არის არაერთგვაროვანი მიდგომები ხშირ შემთხვევაში სხვადასხვა სამინისტროში და ამის შესახებ ანგარიშში ასახვა იქნებოდა ძალიან საინტერესო
19:59 02.10.2019
„მნიშვნელოვანი იქნებოდა ანგარიშში პროცესების აუდიტის გამოყოფა, ვინაიდან არაერთგვაროვანი მიდგომებია ხშირ შემთხვევაში სხვადასხვა სამინისტროში და ამის შესახებ ანგარიშში ასახვა იქნებოდა ძალიან საინტერესო“, - განაცხადა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც დეპუტატები სახელმწიფო აუდიტის 2018 წლის საქმიანობის ანგარიშს უსმენდნენ და დაინტერესდა ამ საკითხზე გენერალური აუდიტორის მოსაზრებებით.

რომან კაკულის განცხადებით, სახელმწიფო უწყებებში, სამინისტროებში, გარდა იმისა, რომ ხარჯავენ თანხებს, მმართველობითი პროცესები არის არაერთგვაროვანი, პრინციპში ინსტიტუციონალურად გამოკვეთილი არაა ვინ რა უნდა გააკეთოს - კი არის მთავრობა, პრემიერ-მინისტრი თავისი აპარატით, რომელმაც უნდა აკონტროლოს იქ პროცესების მიმდინარეობა, მაგრამ პროცესები მაინც სხვადასხვანაირად მიდის.

„ჩნდება კითხვა, რამდენად ერთგვაროვანია მმართველობის მიმდინარეობა თითოეულ სამინისტროში. ზოგი მინისტრი საერთოდ არ ატარებს თათბირს, მეორე მინისტრს საერთოდ არა აქვს კონცეპტუალური დოკუმენტი, მესამე სულ სხვა სახელს უწოდებს ამ დოკუმენტს, ზოგან იერარქიულობა საერთოდ დარღვეულია. შემოწმების ნაწილში, როდესაც ეფექტურობაზეა საუბარი, ფიქრობთ თუ არა სამომავლოდ თქვენ ამ თემის გამოყოფას ეფექტიანობის აუდიტში, რომ თვითონ სახელმწიფო უწყებების მმართველობის ეფექტიანობაში მიდგომები, პროცედურები იყოს გაანალიზებული და ამის შესახებ ანალიზიც მიიღოს პარლამენტმა. ესაა შეფასების არაფინანსური ნაწილი. რა თქმა უნდა, შეიძლება ადამიანები ზუსტად ხარჯავდნენ, ზოგადად შეიძლება თქვა, რომ თუ შედეგს მიაღწიე, როგორც გინდა მიაღწიე, მაგრამ ასე არ არის საქმე. საინტერესოა დამოკიდებულება ზოგადად ადამიანების მმართველობის სისტემის მიმართ, მე, უბრალოდ, ძალიან კარგად ვიცი სახელმწიფო სტრუქტურები და არის არაერთგვაროვანი მიდგომები ხშირ შემთხვევაში სხვადასხვა სამინისტროში და ამის შესახებ ანგარიშში ასახვა იქნებოდა ძალიან საინტერესო“, - განაცხადა რომან კაკულიამ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა