logo2
logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
logo2
logo2
გურამ ნიკოლაშვილი: მსოფლიო ბანკის ანგარიში - ისტორიული მაქსიმუმი რეიტინგში
გურამ ნიკოლაშვილი: მსოფლიო ბანკის ანგარიში - ისტორიული მაქსიმუმი რეიტინგში
18:44 02.10.2019
„მსოფლიო ბანკის ანგარიში წარმოადგენს კომპლექსურ დოკუმენტს, რომელიც ეფუძნება 33 გლობალურ რეიტინგსა და შეფასებას. სწორედ ეს რეიტინგია ინვესტორებისთვის გადაწყვეტილების მიღების უმნიშვნელოვანესი წყარო“ - განაცხადა საჯარო პოლიტიკის სპეციალისტმა გურამ ნიკოლაშვილმა ტვ „იმედის“ „დღის ქრონიკაში.

მისი თქმით, მიუხედავად წარმოდგენილი პროგრესისა, ოპოზიცია მაინც სკეპტიკურად უდგება მსოფლიო ბანკის მაჩვენებლებს.

„მათი სკეფსისი გასაგებია, რადგან ისეთი პარამეტრების გაუმჯობესება, რომელიც სახელმწიფო მმართველობის ინდექსს და სურათს აუმჯობესებს, არ ჯდება ოპოზიციის აპოკალიპტურ ნარატივში, როდესაც ხელისუფლებას უნიათობას აბრალებენ, ხოლო პარტიულ რგოლებს სახელმწიფოს მიტაცებას“ - ამბობს გურამ ნიკოლაშვილი

გადაცემის წამყვანის თქმით, ოპოზიციას უჭირს წარმოადგინოს პოლიტიკური მოქმედების კონსტრუქციული გეგმა, როდესაც საქმე ევროპის ოცეულში შემავალ სახელმწიფოს ეხება. მითუმეტეს რთულია ამ მაჩვენებლებზე საუბარი იმ პოლიტიკური ძალებისთვის, რომლებსაც 10 წლის წინ კატასტროფული ვითარება ჰქონდათ აღნიშნულ ინდექსში.

„ყველაზე დაბალი მაჩვენებელი საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობის მხრივ აქვს. მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელი 10 წლის ჭრილში მაჩვენებელი გაზრდილია და მთლიანად მსოფლიოში ეს პარამეტრი გაუარესებულია, საქართველოს პოზიცია ამ კუთხით უფრო მეტადაა გასაუმჯობესებელი. მომავალ წელს წინასაარჩევნო პერიოდის მშვიდ გარემოში ჩატარება მნიშვნელოვნად აისახება საქართველოს რეიტინგზე“ - აცხადებს გურამ ნიკოლაშვილი.

მისი თქმით, 1 ოქტომბერს გამოქვეყნებულ მსოფლიო ბანკის რეიტინგში სახელწოდებით - „მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები“, რომელიც კვლევის ახალ შედეგებს ასახავს, მსოფლიოს 214 და მსოფლიო ბანკის წევრი 186 ქვეყნის მონაცემებია შესული. ინდიკატორი სახელმწიფოებს 6 ძირითადი მიმართულებით აფასებს, სამ მათგანში საქართველომ ისტორიულად საუკეთესო მონაცემი აჩვენა.

„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა და გაუსწრო ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა პოლონეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, ხორვატია, ლიტვა, ლატვია და ასე შემდეგ. პოსტსაბჭოთა სივრციდან ამ პარამეტრით მხოლოდ ესტონეთს ჩამოვრჩით.

ქვეყანამ ასევე ხელისუფლების ეფექტიანობის ინდიკატორში გაიუმჯობესა შედეგები, სადაც სახელმწიფო სერვისების ეფექტურობა, საჯარო სამსახურის ხარისხი და პოლიტიკური დამოუკიდებლობა ფასდება. საინტერესოა წინსვლა ისეთ მაჩვენებელშიც, რომელსაც “რეგულირების ხარისხი“ ეწოდება. აქ ფასდება სახელმწიფოს მიერ კერძო სექტორისთვის განხორციელებული რეფორმების ეფექტურობა. აღნიშნული პარამეტრითაც საქართველო ოცეულში მოხვდა. მსოფლიო ბანკის ანგარიშს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სპეციალური ბრიფინგი მიუძღვნა

ყველაზე დაბალი მაჩვენებელი საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობის მხრივ აქვს. მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელი 10 წლის ჭრილში მაჩვენებელი გაზრდილია და მთლიანად მსოფლიოში ეს პარამეტრი გაუარესებულია, საქართველოს პოზიცია ამ კუთხით უფრო მეტადაა გასაუმჯობესებელი. მომავალ წელს წინასაარჩევნო პერიოდის მშვიდ გარემოში ჩატარება მნიშვნელოვნად აისახება საქართველოს რეიტინგზე“ - განაცხადა გურამ ნიკოლაშვილმა.



ვიდეოს ბმული https://www.youtube.com/watch?v=3bUQQJP7cdo&feature=youtu.be&fbclid=IwAR1UgeNYm_-YGVaOXq9vfnifFrUZ6x2Rg9wDfHgQqdR6_KYBfhi4mocrbKc


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა