logo2
logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
logo2
logo2
ნიკოლოზ მეტრეველი: მსოფლიო ბანკის მონაცემები, ციფრებზე დაყრდნობით, გვიჩვენებს, რომ საქართველომ დემაგოგიისა და ცრუ ტრაბახის გარეშე ამ 7 წელიწადში აღმავლობით იარა
ნიკოლოზ მეტრეველი: მსოფლიო ბანკის მონაცემები, ციფრებზე დაყრდნობით, გვიჩვენებს, რომ საქართველომ დემაგოგიისა და ცრუ ტრაბახის გარეშე ამ 7 წელიწადში აღმავლობით იარა
17:56 02.10.2019
ექსპერტი ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში მსოფლიო ბანკის კვლევას აფასებს და ამბობს, რომ „მსოფლიო მმართველობის ინდიკატორებში“, 2012 წელთან შედარებით, ყველა მიმართულებით არსებითი გაუმჯობესება გვაქვს.

„7 წელი გავიდა 2012 წლის 1-ლი ოქტომბრის მოვლენებიდან, რომელმაც საქართველოს ისტორიაში ყველაზე სამარცხვინო რეჟიმის მმართველობა დაასრულა.

დღესაც ფართო მსჯელობა გრძელდება - „7 წელი ხელისუფლებაში - რას დაგვპირდა „ქართული ოცნება“, რა მივიღეთ?“

ისევე როგორც ნებისმიერი პოლიტიკური პარტია, „ქართული ოცნება“ არ არის იდეალური, მაგრამ არსებულ პოლიტიკურ ველზე მას ალტერნატივა არ ჰყავს. არ მსურს, გავუსწრო მოვლენებს. საბოლოო ვერდიქტს ჩვენი მოსახლეობა, ცხადია, 2020 წლის ოქტომბერში გამოიტანს, მაგრამ ვფიქრობ, „ქართული ოცნება“ იქნება პირველი პოლიტიკური ძალა საქართველოში, რომელიც ორზე მეტი ვადით დარჩება ხელისუფლებაში. რა მაძლევს ამ დასკვნის გაკეთების საშუალებას? დასმულ კითხვას ყველაზე მკაფიოდ „მსოფლიო ბანკმა უპასუხა“!

ყოველგვარი პოპულიზმის გარეშე მინდა მოვიყვანო მსოფლიოს ბანკის სიღრმისეული კვლევა, რომელიც ყოველი წლის პირველ ოქტომბერს ქვეყნდება - მშრალი ფაქტები:

ხაზგასმით აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს ბანკის „მსოფლიო მმართველობის ინდიკატორებში“ 2012 წელთან შედარებით, ყველა მიმართულებით არსებითი გაუმჯობესება გვაქვს.

- საქართველომ მსოფლიო ბანკის წევრ 186 ქვეყანას შორის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიხედვით, ევროპის საუკეთესო ოცეულში პოზიცია ერთი ადგილით კიდევ გაიუმჯობესა და მე-18 ადგილზეა.

- კორუფციის კონტროლის მხრივ, საქართველომ შეფასების რანგირების 100%-იანი შკალიდან 76.4%-ი დაიმსახურა. საქართველო ლიდერია რეგიონში, პოსტსაბჭოთა სივრცეში კი მხოლოდ ესტონეთი უსწრებს.

- ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა ხელისუფლების ეფექტიანობის ინდიკატორში, სადაც საქართველომ რანგირების 100%-იანი შკალიდან 74.04 %-ი დაიმსახურა და გაუსწრო ევროკავშირის წევრ 6 ქვეყნას, როგორიცაა უნგრეთი, იტალია, ხორვატია, საბერძნეთი, ბულგარეთი, რუმინეთი.

- ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა „რეგულირების ხარისხის“ მაჩვენებელში, სადაც საქართველომ შეფასების რანგირების 100%-იანი შკალიდან 83.17%-ი დაიმსახურა. საქართველო ლიდერია რეგიონში, და მსოფლიო ბანკის წევრ 186 ქვეყანას შორის ევროპის საუკეთესო ოცეულშია მე-19 პოზიციაზე.

- წინსვლა დაფიქსირდა კანონის უზენაესობის ინდიკატორშიც. საქართველო კანონის უზენაესობით უსწრებს დიდი შვიდეულის ერთ, ევროკავშირის 5 და ნატოს წევრ 8 სახელმწიფოს.

- გაუმჯობესება ფიქსირდება გამოხატვის უფლებისა და ანგარიშვალდებულების ინდიკატორშიც და ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანას ვუსწრებთ.

მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები (World Governance Indicators) წარმოადგენს კვლევით მონაცემთა ბაზას, რომელიც სრულად ეფუძნება სხვადასხვა გლობალურ რეიტინგებსა და შეფასებებს.

ეს მონაცემები ციფრებზე დაყრდნობით გვიჩვენებს, რომ საქართველომ დემაგოგიისა და ცრუ ტრაბახის გარეშე ამ 7 წელიწადში აღმავლობით იარა. უდავოა, ქვეყანას პოლიტიკის, ეკონომიკის და სოციალურ სფეროშიც კვლავ მრავალი გამოწვევა გააჩნია. მაგრამ „ქართულ ოცნებას“, რომელმაც 7 წლის მანძილზე, მიუხედავად მრავალი ობიექტური და სუბიექტური წინაღობებისა, ასეთი შედეგები აჩვენა, უფლება აქვს, 2020 წლის არჩევნებში მორიგი გამარჯვებისათვის იბრძოლოს“. - წერს ნიკოლოზ მეტრეველი.

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, კვლევა „მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები“ მსოფლიოს 214 და მსოფლიო ბანკის წევრ 186 სახელმწიფოს ექვსი ძირითადი მიმართულებით აფასებს, საიდანაც საქართველომ სამი ინდიკატორით ისტორიულად საუკეთესო მონაცემი აჩვენა.

მსოფლიო ბანკის ახალი კვლევის მონაცემებით, საქართველოს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, ხელისუფლების ეფექტიანობისა და რეგულირების ხარისხის მიმართულებით ისტორიულად საუკეთესო მაჩვენებლები აქვს.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა