logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
გიორგი ცუცქირიძე: უცხოელები, მათ შორის მსოფლიო ბანკიც, გვიდასტურებენ რომ ქართული სახელმწიფო ინსტიტუტები და ქართული დემოკრატია იბრძვის უკეთესობისათვის
გიორგი ცუცქირიძე: უცხოელები, მათ შორის მსოფლიო ბანკიც, გვიდასტურებენ რომ ქართული სახელმწიფო ინსტიტუტები და ქართული დემოკრატია იბრძვის უკეთესობისათვის
16:22 02.10.2019
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში გიორგი ცუცქირიძე თვლის, რომ მსოფლიო ბანკის რეიტინგში საქართველოს 5 პუნქტით დაწინაურება "ქართული ოცნების" ხელისუფლები სწორი მმართველობის შედეგია.

"მსოფლიოს ბანკის ძალზე მნიშვნელოვანი კვლევა გამოქვეყნდა “მსოფლიო მმართველობის ინდიკატორებთან“ დაკავშირებით. ეს კვლევა მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები(World Governance Indicators) წარმოადგენს კვლევით მონაცემთა ბაზას, რომელიც ეფუძნება არა საქართველოს მთავრობის მიწოდებულ ინფორმაციებს, არამედ სხვადასხვა გლობალურ რეიტინგებსა და შეფასებებს, მათ შორის Freedom House, IREX Media Sustainability Index, Open Budget Index, World Justice Project მიხედვით.

აღსანიშნავია, რომ რეიტინგში, რომელიც 186 ქვეყანის მიხედვით, სახელმწიფოთა შეფასების ექვსი ძირითადი მიმართულებით ფასდება საქართველომ გააუმჯობესა რეიტინგი 5 ძირითადი მიმართულებით, რითაც ჩვენ ვუსწრებთ ევროკავშირის წევრ 14 სახელმწიფოს, როგორც აღმოსავლეთ ევროპის, ასევე დასავლეთ ევროპის ქვეყნების ნაწილსაც.

მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები“ რომელიც ტრადიციულად ყოველ წელს, 1 ოქტომბერს ქვეყნდება და აჩვენებს გასულ პერიოდებთან შედარებით ქვეყნის მიღწეულ პროგრესს. კერძოდ:• 1996 წლიდან 2018 წლამდე მიღწეული პროგრესის თვალსაზრისით მსოფლიო მასშტაბით საქართველოს პირველი ადგილი უკავია ისეთ სფეროებში როგორიცაა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, კანონის უზენაესობა და რეგულირების ხარისხი (რომლითაც ფასდება სახელმწიფოს უნარი შეიმუშაოს და გაატაროს რეფორმები კერძო სექტორის განვითარების მიზნით), ამასთან მიღწეული პროგრესის თვალსაზრისით საქართველოს მეორე ადგილი უკავია ისეთ ინდიკატორში როგორიცაა ხელისუფლების ეფექტიანობა(ეფექტური მმართველობა); ხოლო 2012 წელთან შედარებით ანუ ქართული ოცნების მართველობის პერიოდში :• გამოხატვის უფლება და ანგარიშვალდებულება, გაუმჯობესებულია მთელი 17 ადგილით 107-ე ადგილიდან 90-ე ადგილამდე, რაც აჩვენებს იმ პროგრეს რაც ქვეყანამ ბოლო 7 წელიწადში განიცადა სიტყვის თავისუფლების და დემოკრატიის კუთხით;• პოლიტიკური სტაბილურობა და ძალადობასთან ბრძოლაში გადავინაცვლეთ, 161-ე ადგილიდან 148-ე ადგილამდე, რაც მნიშვნელოვანი როგორც პოლიტიკური სისტემის განვითარების, ასევე ადამიანის უფკლებების დაცვის თვალსაზრისით;• რეგულაციის ხარისხის მიხედევით 55-ე ადგილიდან 36-ე ადგილამდე ავინაცვლეთ, რაც ადასტურებს იმ რეგულაციების შემოღების ეფექტურობას, რომელიც საბანკო, სამშენებლო თუ სხვა მიმართულებით განხორციელდა და რასაც ოპოზიცია ღიად აკრიტიკებდა;• მმართველობის ეფექტიანობით გაუმჯობესება გვაქვს 64-ე ადგილიდან 55-ე ადგილამდე, რაც საჯარო მართველობაში მიმდინარე რეფორმების წარმატებულ ხასიათს ადასტურებს, რაც რეგიონში ყველაზე მაღალ ეკონომიკურ ზრდას უზრუნველყოფს;• მნიშვნელოვანი პროგრესია კანონის უზენაესობის მხრითაც, მთელი 20 საფეხურით, 97-ე ადგილიდან 76-ე ადგილამდე, რაც განსაკუთრებით ნაციონელური მართველობისას სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა და ხელს უშლიდან ბიზნესის განვითარებას და ნეგატიურად ზემოქმედებდა საინვესტრიციო გარემოზე.• მნიშვნელოვანი პროგრესია კორუფციის კონტროლის მიხედვითაც, სადაც 67-ე ადგილიდან 50-ე ადგილზე გადვინაცვლეთ, და შევდივართ ევროპის საუკეთესო ოცეულში 18-ე ადგილით, რაც საქართველოსათვის ისტორიულად საუკეთესო შედეგია და ამ პოზიციით საქართველო ლიდერია არა მხოლოდ რეგიონში, არამედ პოსტსსაბჭოთა სივრცეში კი, სადაც მხოლოდ ესტონეთს აქვს უკეთესი პოზიცია.

ამ შეფასებიდანაც ცხადად ჩანს ის პროგრესი, რასაც ქვეყანამ „ქართული ოცნების“ მართველობის პერიოდში, ბოლო 7 წელიწადში, გატარებული პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების შედეგად მიაღწია ყველა მნიშვნელოვანი მიმართულებით-ელიტური კორუფციის შემცირების, ხელისუფლების მართველობის გაუმჯობესების, თუ დემოკრატიის კუთხით.
ამასთან ეს აღიარება კიდევ ერთხელ აშიშვლებს ქართული ოპოზიციის სიცრუეზე და დეზინფორმაციაზე აგებული პოლიტიკის ხასიათს, რითაც ნაციონალური მოძრაობა, მასთან აფილირებული პარტიები, ცალკეული საექსპერტო ჯგუფები თუ მედია საშუალებები ცდილობენ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ვითომდა კორუფციის ზრდაზე, „უუნარო მართველობაზე“ თუ ადამიანის უფლებების გაუარესებაზე, მაშინ როდესაც სწორედ ელიტური კორუფცია და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევები იყო წინა ხელისუფლების ერთ-ერთი საფირმო ნიშანი",- აცხადებს გიორგი ცუცქირიძე.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა