logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
სოფო კილაძე: ნაცმოძრაობა თავისი დანაყოფებით ისე შორსაა ადამიანის უფლებების დაცვასთან, როგორც ვაშინგტონი და ტოკიო ერთმანეთისგან მანძილით
სოფო კილაძე: ნაცმოძრაობა თავისი დანაყოფებით ისე შორსაა ადამიანის უფლებების დაცვასთან, როგორც ვაშინგტონი და ტოკიო ერთმანეთისგან მანძილით
16:19 02.10.2019
ადამიანის უფლება დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის შეფასებით, ოპოზიციის მიერ პლენარულ სხდომათა დარბაზის დატოვება თავისთავად იმის მიმანიშნებელია, რომ მათ პასუხების მოსმენა არ უნდათ, რადგანაც ზუსტად იციან სიმართლე. ამის თაობაზე სოფო კილაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, სადაც კომიტეტის გასული წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა.


„სირცხვილია, როდესაც არ იცის ზოგიერთმა ოპოზიციონერმა, თუ რა ფუნქციას ატარებს კომიტეტის ანგარიში. მხოლოდ ჩვენი კომიტეტის კი არა, ყველა კომიტეტის ანგარიში - ეს არის ტექნიკური ანგარიში, სადაც წარმოდგენილია ის ძირითადი მიმართულებები, რაზეც მუშაობს კომიტეტი. არც ერთი კომიტეტის ანგარიშში არ არის და არც ყოფილა არასდროს შინაარსობრივი საკითხების განხილვა და შინაარსობრივი შეფასებები. გასაგებია, რომ ოპოზიციას აქვს პოლიტიკური ინტერესი, მაგრამ წარმოუდგენელია, როდესაც კომიტეტს სთხოვენ ტექნიკურ ანგარიშში ჩაწეროს შინაარსობრივი თემები. არ ვიცი ეს რეგლამენტის უცოდინრობა არის თუ შეგნებულად აკეთებთ ამას. მე მაინც მგონია რომ უფრო შეგნებულად აკეთებთ ამას, იმიტომ რომ თქვენს პროფესიონალიზმზე უფრო მაღალი წარმოდგენის ვარ“, - მიმართა სოფო კილაძემ ოპოზიციის წარმომადგენლებს.


მისი განცხადებით, წარმოდგენილ ანგარიშში პირდაპირ არის მითითებული სახალხო დამცველის ანგარიშის შესახებ, მაგრამ ოპოზიციას ამის დანახვა არ სურს: „სწორედ ჩემი ხელმძღვანელობით, კომიტეტმა წელსაც და შარშანაც გაითვალისწინა მაქსიმალური რაოდენობა რეკომენდაციებისა. წელს იყო 85%, შარშან - სადღაც 75% წარმოდგენილი რეკომენდაციები, სადაც ჩაიწერა ყველაზე კრიტიკული თემები, მათ შორის, მაჩალიკაშვილის, ხორავას ქუჩის ტრაგედია, უმწვავესი სოციალური თემები, მათ შორის, უმწვავესი თემები ბავშვთა სიღარიბესთან, სოციალურ საკითხებთან. კარგი იქნებოდა თქვენ წაგეკითხათ და მხარი დაგეჭირათ, თუ მართლა შეგტკივათ გული ადამიანის უფლებების დაცვაზე, მაგრამ მე ეჭვი მაქვს, რომ ნაციონალური მოძრაობა თავისი სხვადასხვა დანაყოფებით ისე შორს არის ადამიანის უფლებების დაცვასთან, როგორც ვაშინგტონი და ტოკიო ერთმანეთისგან მანძილით. მე ასეთი შთაბეჭდილება მაქვს და ეს დღეს კიდევ ერთხელ დაამტკიცეთ“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.


მისივე თქმით, ყველა შინაარსობრივად მწვავე თემა არის განხილული, მაგრამ ამის დანახვა ოპოზიციას არ უნდა.


„როდესაც საუბრობთ ადამიანის უფლებების დაცვაზე, ბავშვთა უფლებებზე მწვავე თემა არის რამე ქვეყანაში? როდესაც უამრავი ბავშვი შიმშილობს, როდესაც უამრავი ბავშვი ვერ იღებს სათანადო განათლებას და ძალიან ბევრი სხვადასხვა პრობლემა კიდევ, და ამის ფონზე, როდესაც მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა, იუნისეფი, გაერო, ევროკავშირი, აშშ, სხვა ჩვენი პარტნიორები აღიარებენ, რომ ეს არის მართლაც საუკეთესო კოდექსი, რომელიც ჩვენ შეიძლება დაგვეწერა და ამას თქვენ მხარს არ უჭერთ, არც ერთვებით განხილვებში, ამას რა დავარქვა? ამის მერე თქვენ გინდათ თქვათ, რომ თქვენ შინაარსობრივად ადამიანის უფლებებით ხართ დაინტერესებული? გავიგეთ, თქვენი პოზიცია და სურვილი არის აკრიტიკოთ ხელისუფლება, მაგრამ ხომ უნდა იცოდეთ რაში აკრიტიკოთ? საკრიტიკებელი ბევრი თემაა, მიუხედავად წინ გადადგმული იმ ნაბიჯებისა, რომლებიც ჩვენს ხელისუფლებას უკავშირდება. ბევრი გამოწვევა გვაქვს კიდევ, მაგრამ ხომ უნდა იცოდეთ სად უნდა აკრიტიკოთ, სადაა რეალური პრობლემები. გაოცებული ვარ თქვენი დამოკიდებულებით, მაშინ როდესაც ეს ტრიბუნა შეგიძლიათ გამოიყენოთ მართლაც უმწვავესი საკითხების დასაყენებლად, რაში ხარჯავთ დროს. დროს ხარჯავთ ტექნიკურ საკითხში, რომელიც არის აბსოლუტურად უსაფუძვლო. რეგლამენტში ჩაიხედეთ და მიხვდებით, რომ დღეს რა საკითხებიც დააყენეთ, არც ერთი არ იყო სიმართლესთან შესაბამისი“, - მიმართა სოფო კილაძემ ოპოზიციას.


მან კომიტეტის ყველა წევრს კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა იმ წვლილისათვის, რაც შეიტანეს ადამიანის უფლებების დაცვაში გასულ წელს, ასევე ყველა იმ კოლეგას, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ყველაზე მწვავე რეკომენდაციების გაცემას აღმასრულებელ ხელისუფლებასთან მიმართებით, მათ შორის, როგორიცაა მაჩალიკაშვილის საქმე, ხორავას ქუჩის ტრაგედია, უმწვავესი სოციალური თემები, ბავშვთა დაცვა ძალადობისგან, სიღარიბისგან და სხვა. მისივე თქმით, 300-ზე მეტი რეკომენდაცია იქნა გათვალისწინებული და ამ ფონზე „ნაციონალურ მოძრაობას უნდა თქვას რომ კომიტეტმა არაფერი გააკეთა? „რა თქმა უნდა მე სხვას მათგან არაფერს ველოდები, გარდა უსაგნო, დესტრუქციული დამოკიდებულებისა, რაც ძალიან კარგად გამოჩნდა დღეს და დარწმუნებული ვარ კიდევ გამოჩნდება მომავალში არა ერთხელ“, - განაცხადა სოფო კილაძემ.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა