logo2
logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
logo2
logo2
გიორგი ვოლსკი: მთავარი მონაპოვარი არის სტაბილურობის და ზრდის ტემპის შენარჩუნება სოციალური პრობლემების მოგვარების ინტენსივობასთან ერთად
გიორგი ვოლსკი: მთავარი მონაპოვარი არის სტაბილურობის და ზრდის ტემპის შენარჩუნება სოციალური პრობლემების მოგვარების ინტენსივობასთან ერთად
00:26 02.10.2019
„მთავარი მონაპოვარი ამ ხნის განმავლობაში არის სტაბილურობის და ზრდის ტემპის ბა სოციალური პრობლემების მოგვარების განუხრელ ინტენსივობასთან ერთად“,-ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გიორგი ვოლსკიმ, ის შედეგები,რაც ქვეყანას „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის 7 წლის თავზე აქვს.

მისი თქმით,შედეგები არ არის იდეალური და ვერც იქნება იმ პირობებში, როდესაც ბენეფიტების მიმღები ადამიანების რაოდენობა ჯერ კიდევ აჭარბებს გადასახადების გადამხდელთა რიცხვს, თუმცა, მისივე თქმით, რთული, მაგრამ პრაგმატული გადაწყვეტილებებით ხელისუფლებამ შეძლო ქვეყანაში სტაბილურობის უზრუნველყოფა და აირიდა ისეთი უარყოფითი შედეგები, რომლის გადატანაც სახელმწიფოს გაუჭირდებოდა.

უმრავლესობის ლიდერმა ყურადღება გაამახვილა კოაბიტაციის პროცესზე. მის საჭიროებაზე და მისგან გამომდინარე შედეგებზე.

„კოაბიტაცია დაერქვა ერთად ყოფნის აუცილებლობას. ჩვენმა პარტნიორებმა, ვისთანაც ურთიერთობა აუცილებლად უნდა განვითარებულიყო, ეს ევროპა იქნებოდა თუ ამერიკის შეერთებული შტატები, გვითხრეს, რომ კოაბიტაცია, ანუ თანაცხოვრება უნდა შეძლოთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ დამნაშავე არ უნდა დაისაჯოს. დასჯილ დამნაშავეთა რაოდენობას თუ ავიღებთ და რაოდენობით ვიმსჯელებთ მხოლოდ, შესაძლოა ცოტაც არის, მაგრამ შესაძლოა პატარა საქართველოსთვის კრიტიკულიც არის ის მასა, რომელიც დღემდე იხდის სასჯელს ან გაქცეულია და ეძებენ.

​მაგრამ თითონ კოაბიტაციის იდეა შეიცვალა და უფრო იმ დათმობას დაერქვა, რომელსაც რეალურად ადგილი არ უნდა ჰქონოდა. ბიძინა ივანიშვილმა თქვა კარგად, მათ ისე კი არ მოვექცევით, როგორც იმსახურებენ, არამედ როგორც ჩვენი საზოგადოების ინტერესები მოითხოვს. ყველას პასუხი უნდა მოეთხოვოს და მიეცეს თავისი დამსახურების მიხედვით“,-განაცხადა გიორგი ვოლსკიმ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა