logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
logo2
logo2
ირაკლი ღარიბაშვილი: „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ერთადერთია, რომლის პირობებშიც ქვეყანას ტერიტორიები არ დაუკარგავს
ირაკლი ღარიბაშვილი: „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ერთადერთია, რომლის პირობებშიც ქვეყანას ტერიტორიები არ დაუკარგავს
19:21 01.10.2019
„ქართული ოცნების“ ხელისუფლება ერთადერთია, რომლის პირობებშიც ქვეყანას ტერიტორიები არ დაუკარგავს“- ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა გადაცემაში „დღის ქრონიკა თეა სიჭინავასთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ქართული ოცნების“ არჩევნებში გამარჯვებიდან 7 წლისთავზე ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში არის სტაბილური და მშვიდობიანი მმართველობა, რაც უპრეცედენტოა. „პირველი პრეცედენტი დაიშვა ჩვენი ხელისუფლების და ბიძინა ივანიშვილის პერიოდში, რომ ჩვენმა ქვეყანამ არ დაკარგა ტერიტორიები. ყველა მმართველის პერიოდში საქართველომ დაკარგა ტერიტორიები. ვერ აარიდა, სახელმწიფოს ჩვენმა წინამორბედებმა ისეთი დიდი ტრაგედია და განსაცდელი, როგორიც ძვირფასი ტერიტორიების დაკარგვაა“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, მმართველი გუნდის მთავარი იდეა დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობაა, პირველი ოქტომბერი კი, ისტორიული თარიღია, როდესაც ქართველმა ხალხმა ძალადობაზე გაიმარჯვა.

„პირველი ოქტომბერი არის ისტორიული თარიღი. ეს არის ქართველი ხალხის ისტორიული გამარჯვება ძალადობაზე და უგუნურობაზე. ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით და ლიდერობით, ქართველმა ხალხმა უარი უთხრა მოძალადე რეჟიმს. ჩვენი იდეა არის უცვლელი- დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობა, რომელსაც ვადგავართ პირველი ოქტომბრიდან. რა თქმა უნდა, შეცდომები და გადაცდომები იყო, მაგრამ ვინც არ მუშაობს, შეცდომებს არ უშვებს. რაც მთავრია, ჩვენ ვხედავთ შეცდომებს, ჩვენ ვაანალიზებთ და მივდივართ წინ, ყოველგვარი ზედმეტი გართულებების გარეშე. იმ მმართველებს, რომლებმაც ისეთი დიდი უბედურება ვერ აგვაცილეს, როგორიც ტერიტორიების დაკარგვაა, არავითარი მორალური სამართლებრივი უფლება არ უნდა დავუტოვოთ, ნორმალურ სახელმწიფოში, პოლიტიკაში დარჩენის შესაძლებლობის. ეს არის ჩემი პირადი პოზიცია. რა თქმა უნდა, თუ ამას დავამატებთ ყველა იმ უბედურებას, რომელიც მათი ხელისუფლების დროს მოხდა. მიმაჩნია, რომ ყველაზე დიდი შეცდომა ეს არის ტერიტორიების დაკარგვა, რომელიც მათ ვერ ააცილეს ჩვენ ქვეყანას“, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ირაკლი ღარიბაშვილმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა