logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
რატი იონათამიშვილი: დღეს შშმ ქალები ორმაგი რისკის ქვეშ არიან, ერთი მხრივ, გენდერულ ჭრილში, მეორე მხრივ, როგორც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები
რატი იონათამიშვილი: დღეს შშმ ქალები ორმაგი რისკის ქვეშ არიან, ერთი მხრივ, გენდერულ ჭრილში, მეორე მხრივ, როგორც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები
18:43 30.09.2019
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, რატი იონათამიშვილი თემატური მოკვლევის ჯგუფის - „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებისათვის ჯანდაცვის სერვისების მისაწვდომობის საკითხებზე“ - ფარგლებში თვითმმართველობის წარმომადგენლებთან დასკვნითი სამუშაო შეხვედრა გამართა.

„ჩვენ შევქმენით თემატური მოკვლევის ჯგუფი NDI-ისთან ერთად, რადგანაც შშმ ქალთა მიმართულებით ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობა განსაკუთრებულ გამოწვევას წარმოადგენს დღეს. რომ გადავხედოთ შშმ ქალთა სიცოცხლის საშუალო მაჩვენებლებს, იგი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე შშმ მამაკაცთა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა. ამიტომ მნიშვნელოვანია ამ საკითხზე ვიმსჯელოთ, გამოვკვეთოთ ყველა მთავარი პრობლემა, მოვახდინოთ მათი იდენტიფიცირება და შემდეგ უკვე გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები მისაწვდომობის გასაზრდელად“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

დეპუტატის ინფორმაციით, თემატური მოკვლევის ჯგუფის ფარგლებში, გასვლითი სამუშაო შეხვედრები უკვე რეგიონებშიც გაიმართა შშმ ქალებთან, უფლებადამცველ ორგანიზაციებთან, თვითმმართველობებთან და სამედიცინო დაწესებულებების მენეჯერებთან. მისივე განცხადებით, შეხვედრებზე ისაუბრეს იმ პრობლემებსა და გამოწვევებზე, რაც შშმ ქალთა მიმართულებით ქვეყანაში არსებობს. ასევე იმსჯელეს, კონკრეტულად რა სერვისები უნდა დაინერგოს აღნიშნული პრობლემების აღმოსაფხვრელად.

„მთავარი პრობლემა არის ის, რომ როგორც სამედიცინო დაწესებულებების დიდი ნაწილი, ასევე სამედიცინო სერვისები არაადაპტირებულია შშმ ქალთა სპეციფიკურ საჭიროებებთან მიმართებაში. ასევე აუცილებელია მოქალაქეთა ინფორმირების გაძლიერება რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და სკრინინგის მიმართულებით. დღეს შშმ ქალები ორმაგი რისკის ქვეშ არიან, ერთი მხრივ, გენდერულ ჭრილში, მეორე მხრივ, როგორც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები. ჩვენი ვალია სწორედ ამ საკითხებზე მოვახდინოთ ფოკუსირება“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა