logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
მიხეილ ბატიაშვილი: როგორც დაგპირდით, მასწავლებლების ხელფასების ზრდა გრძელდება
მიხეილ ბატიაშვილი: როგორც დაგპირდით, მასწავლებლების ხელფასების ზრდა გრძელდება
14:30 30.09.2019
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა. მიხეილ ბატიაშვილმა, მთავრობის რიგგარეშე სხდომაზე, სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ განათლება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, რაც ბიუჯეტის ზრდაშიც გამოიხატა.

„მოგეხსენებათ, მიმდინარეობს განათლების კომპლექსური რეფორმა, რომელიც მოიცავს განათლების სფეროს ყველა მიმართულებას - სკოლამდელი განათლებით დაწყებული, მეცნიერებით დამთავრებული. შესაბამისად, ახალი ბიუჯეტით დაგეგმილია რეფორმის ეფექტურად განხორციელება.

პირველ რიგში, გამოვყოფდი სკოლის მიმართულებით სამ ძირითად ასპექტს: პირველი, ეს არის სკოლის ინფრასტრუქტურა, სადაც ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად დაგეგმილია, როგორც ახალი სკოლების მშენებლობა, ასევე არსებული სკოლების რეაბილიტაცია; სარეაბილიტაციო პროექტების მასშტაბი წელს კიდევ უფრო გაიზრდება და უფრო მეტ სკოლას მოვიცავთ. მეორე უმნიშვნელოვანესი საკითხი - ეს არის სახელმძღვანელოები, რომლის ხარისხის გაუმჯობესება უკვე დავიწყეთ, ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება და კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სახელმძღვანელოებს მივიღებთ, რითიც ისარგებლებენ ჩვენი მოსწავლეები - და მესამე, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეს არის მასწავლებლები. მოგეხსენებათ, რეფორმის ფარგლებში, შემოდგომაზე მასწავლებელთა ანაზღაურება იზრდება 150 ლარით და როგორც დავპირდით ჩვენს პედაგოგებს, მთავრობის გადაწყვეტილებით, მომავალი წლის ბიუჯეტში ხელფასების კიდევ დამატებით 150 ლარით ზრდა გათვალისწინებულია. ეს ნიშნავს იმას, რომ დღევანდელთან შედარებით, პედაგოგის ხელფასი ჯამში 300 ლარით გაიზრდება. ეს არის უმნიშვნელოვანესი ზრდა და დაკავშირებულია პირდაპირ პედაგოგების კვალიფიკაციის ამაღლებასთან. ყოველწლიურად ეს პროცესი გაგრძელდება და გვეყოლება პედაგოგები, რომლებიც ნამდვილად ღირსეულ ანაზღაურებას მიიღებენ.

მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები გვაქვს დაგეგმილი პროფესიული განათლების მიმართულებით, კერძოდ, მომავალ წელს დაგეგმილია 6 ახალი პროფესიული სასწავლებლების აშენდება, რაც გაზრდის რეგიონულ დაფარვას და ხელმისაწვდომობას.
მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია ხელფასების ზრდა პროფესიული სასწავლებლების პედაგოგებისთვისაც. ახლანდელ მონაცემს რომ შევადაროთ, დაახლოებით 50 % ით გაიზრდება მათი ხელფასები. რაც ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია“, - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა