logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
ლევან დავითაშვილი: სამელიორაციო ინფრასტრუქტურაზე 2020 წელს დავხარჯავთ 36 მილიონ ლარს
ლევან დავითაშვილი: სამელიორაციო ინფრასტრუქტურაზე 2020 წელს დავხარჯავთ 36 მილიონ ლარს
14:06 30.09.2019

„36 მილიონი ლარი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი დამატებითი თანხები საირიგაციო

ინფრასტრუქტურის აღდგენის და რეაბილიტაციის სამუშაოებისათვის“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომაზე, სადაც მომავალი წლის ბიუჯეტი განიხილება.

„2012 წლისთვის, საქართველოში გასარწყავიანებული ფართობი, დაახლოებით, 50 ათას ჰექტრამდე იყო, დღეისათვის კი, 120 ათას ჰექტარზე მეტია. აღმოსავლეთ საქართველოში გასარწყავიანებული ფართობების რაოდენობა გავასამმაგეთ. რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, დაახლოებით სამჯერ გაიზარდა დრენირებული ფართობების რიცხვიც. ამ მიმართულებით სახელმწიფო მუშაობას მომავალ წლებშიც გააგრძელებს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია სწორი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის წარმოებისთვის.

„როგორც იცით, ჩვენი პოლიტიკა ყოველთვის იყო ჩვენ ფერმერებზე ზრუნვა. აქ გასათვალისწინებელია სუბსიდირების ის ელემენტები, რომელიც ბოლო წლებში ჩვენ შენარჩუნებული გვქონდა. ჩვენ მოსახლეობას წყალს ვაძლევთ უფრო იაფად, ვიდრე რეალურად მისი ღირებულებაა. მოსახლეობის მხარდაჭერისთვის ეს მნიშნელოვანი ფაქტორია და 2020 წლისთვის ვინარჩუნებთ საირიგაციო ინფრასტრუქტურის მომსახურების დაფინანსებას“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

 

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა