logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
გიორგი გახარია: 2020 წლიდან პენსია 20 ლარით იზრდება -  2020 წლის 1 ივლისიდან 70 წელს გადაცილებული პენსიონერებსა და I ჯგუფის შშმ პირებს პენსია კიდევ 30 ლარით გაეზრდებათ
გიორგი გახარია: 2020 წლიდან პენსია 20 ლარით იზრდება - 2020 წლის 1 ივლისიდან 70 წელს გადაცილებული პენსიონერებსა და I ჯგუფის შშმ პირებს პენსია კიდევ 30 ლარით გაეზრდებათ
12:59 30.09.2019
"2020 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია ყველა პენსიონერისთვის, ასევე 18 წლამდე ასაკისა და პირველი და მეორე ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის 20 ლარით პენსიის ზრდა", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის განმარტებით, პირველი ივლისიდან 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის დამატებით პენსიის 30 ლარით ზრდა მოხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში ამ ჯგუფის მოქალაქეებს პენსია 50 ლარით გაეზრდებათ.

„გარდა ამისა, მინდა მოგახსენოთ, რომ სრულ განაკვეთზე მყოფი მასწავლებლების ანაზღაურება იზრდება როგორც მიმდინარე, ასევე მომავალი სასწავლო წლის დასაწყისში. რაც ნიშნავს იმას, რომ 2020 წლის სასწავლო წლისთვის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება 300 ლარით“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურმა იმ ძირითად პრინციპებზე გაამახვილა ყურადღება, რასაც 2020 წლის ბიუჯეტი ეყრდნობა.

„პირველ რიგში ეს გახლავთ მოქალაქეზე ორიენტირებული, მოქალაქისთვის მეტი შესაძლებლობების შექმნის და მოქალაქისადმი სოციალური პასუხისმგებლობის ბიუჯეტი. ასევე პრიორიტეტად რჩება ეკონომიკური განვითარებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები და ესეც, რა თქმა უნდა ხელს უნდა უწყობდეს ჩვენი ეკონომიკის ეფექტიანობის ზრდას. მესამე ძირითადი პრინციპი გახლავთ ბიუჯეტის ეფექტიანი მართვა. აქ ვერ იქნება ვერანაირი კომპრომისი. ამიტომ, კოლეგებო ყველა ის ძირითადი ვალდებულება, რომელიც თქვენს სამინისტროებს გააჩნიათ ამ ბიუჯეტით, უნდა იყოს შესრულებული დროულად და ეფექტიანად. გარდა ამისა, კიდევ ერთი კრიტიკულად მნიშვნელოვანი პრინციპი, ბიუროკრატიული ხარჯების, როგორც მინიმუმ არ გაზრდა და იქ სადაც ეს შესაძლებელია, ბიუროკრატიული ხარჯების ეფექტიანი მართვით შემცირება", -განაცხადა გიორგი გახარიამ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა