ეკა ბესელია და გიორგი კვირიკაშვილი ერთმანეთს შეხვდნენ
ეკა ბესელია და გიორგი კვირიკაშვილი ერთმანეთს შეხვდნენ
13:32 28.09.2019
"ქართული ოცნებიდან" წასული დეპუტატი, ეკა ბესელია და ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი ერთმანეთს შეხვდნენ - ამის შესახებ ინფორმაცია "მთავარმა არხმა" გაავრცელა.

ყოფილი თანაგუნდელები თბილისის ერთ-ერთ კაფეში დააფიქსირეს.

ეკა ბესელიამ აღნიშნა, რომ გიორგი კვირიკაშვილი მისი მეგობარია და რაიმე განსაკუთრებულ თემებზე ამ შეხვედრაზე არ უსაუბრიათ, დეპუტატის თქმით, ისინი ხშირად ხვდებიან ერთმანეთს და მიმდინარე მოვლენებზე საუბრობენ, რადგან ყოფილ პრემიერს რაღაც საკითხები აწუხებს.

"შეხვედრა პირველი არ არის და ვსაუბრობთ ხოლმე მას შემდეგაც, რაც გიორგი აღარ არის ხელისუფლებაში. ასე რომ არაფერი განსაკუთრებული, მართლა" - განაცხადა ბესელიამ.

კომენტარი გააკეთა ასევე გიორგი კვირიკაშვილმა. მან გამორიცხა აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნება და რომელიმე თანამდებობისთვის ბრძოლა.

"როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს და ყოფილ პრემიერს, თქმა უნდა, რაღაცა შეიძლება მომწონდეს, რაღაც, არა. მაგალითად, 20 ივნისს რაც იყო, ძალიან არ მომეწონა და გავაკეთე კიდეც ამის შესახებ განცხადება. ასეთი რაღაც შეიძლება კიდე მოხდეს მომავალში და არასდროს ჩუმად ყოფნას არ ვაპირებ. ზოგი ამბობს, რომ დააშინეს, დააშანტაჟეს და ა.შ. ახლა დაშანტაჟებულ კაცს, მგონი, არ ვგავარ, ხო?"- განაცხადა ყოფილმა პრემიერმა.




ბეჭდვა