logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
საქართველოს პრეზიდენტმა საერთაშორისო ურთიერთობების საბჭოს დებატებზე რუსეთის პოლიტიკა გააკრიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა საერთაშორისო ურთიერთობების საბჭოს დებატებზე რუსეთის პოლიტიკა გააკრიტიკა
11:28 28.09.2019
ნიუ - იორკში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საერთაშორისო ურთიერთობების საბჭოს მიერ ორგანიზებულ დისკუსიაზე სიტყვით გამოვიდა.

შეხვედრაზე, რომელსაც მოდერაციას უწევდა აშშ-ს ყოფილი ელჩი რუსეთში და ნატო-ს გენ მდივნის ყოფილი მოადგილე, დიპლომატი ალექსანდრ ვერშბოუ, პრეზიდენტმა მოწვეული სტუმრების შეკითხვებს უპასუხა. საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობაზე, მიღწეულ პროგრესსა და საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებზე ისაუბრა.

საკუთარ გამოსვლაში საქართველოს პრეზიდენტმა საქართველო - რუსეთის ურთიერთობები მიმოიხილა, რუსეთის პრეზიდენტის პოლიტიკას შეეხო და აღნიშნა, რომ იგი ვერ შეაჩერებს საქართველოს და უკრაინის განვითარებასა და წინსვლას.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ალექსანდრ ვერშბოუმ საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა შეაფასა და აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილმა მკაფიოდ წარმოაჩინა საქართველოს მიერ მიღწეული წარმატებები, განხორციელებული რეფორმები, ევროატლანტიკური ინტეგრაცია და გარკვეულწილად გამოწვევის წინაშე დააყენა ევროპა და ნატო, რათა მათ გადადგან შემდგომი ნაბიჯები, დასავლეთისაკენ მიმავალ გზაზე საქართველოს დასახმარებლად.

,,ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი მის გამოსვლაში პრეზიდენტ პუტინის სტრატეგიის მარცხად შეფასება იყო. მიუხედავად იმისა, რომ პუტინი ცდილობს დაბლოკოს საქართველოს, უკრაინისა და სხვა ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების დასავლეთისაკენ მიმავალი გზა, ის ამ მცდელობებში მაინც წარუმატებელია. თუმცა, ჩემი აზრით, დასავლეთს აქვს ვალდებულება, საქართველოს უწყვეტი მხარდაჭერის მეშვეობით ამ მოცემულობის შენარჩუნება უზრუნველყოს“, - აღნიშნა ვერშბოუმ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა