logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
მარიამ ჯაში: იაპონიის და საფრანგეთის საგარეო უწყებები მადლობას უხდიან საქართველოს ინოვაციური დაფინანსების დიალოგში შეტანილი წვლილისთვის
მარიამ ჯაში: იაპონიის და საფრანგეთის საგარეო უწყებები მადლობას უხდიან საქართველოს ინოვაციური დაფინანსების დიალოგში შეტანილი წვლილისთვის
10:06 28.09.2019
მარიამ ჯაში გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოწვევით მაღალი დონის შეხვედრაზე მოხსენებით წარსდგა, როგორც ინოვაციური დაფინანსების გლობალური სამდივნოს ყოფილი პრეზიდენტი.

საქართველოს შემდეგ პარიზში, საფრანგეთის საგარეო უწყების ბაზაზე მოქმედი ინოვაციური დაფინანსების სამდივნოს პრეზიდენტი იაპონია გახდა იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის ხელმძღვანელობით.

ნიუ-იორკში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდნენ იაპონიის, საფრანგეთის, ნორვეგიის, შვედეთისა და მალის მთავრობის წევრები; გაეროს სააგენტოების (UNICEF, UNDESA, UNDP, IDAF), ევროკავშირის, OECD მაღალი რანგის პირები და გაეროში აშშ, კანადის, გერმანიის და სხვა სახელმწიფოთა მუდმივი წარმომადგენლობის ელჩები და მრჩევლები.

ინოვაციური დაფინანსება გაერომ და საერთაშორისო თანამეგობრობამ უმნიშვნელოვანეს მექანიზმად აღიარა 2030 მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად. 26 სექტემბრის მაღალი დონისშეხვედრაზე განიხილეს სახელმწიფოთა-შორისი და გაეროს სააგენტოთაშორისი კოორდინაციის გაძლიერებისათვის გადასადგმელი ნაბიჯები.

მარიამ ჯაშმა წარადგინა ინოვაციური დაფინანსების გლობალური სამდივნოს პრეზიდენტობის პერიოდში საქართველოში გამართული საერთაშორისო ფორუმის რეკომენდაციები (TISIFF Recommendations).

შეხვედრაზე განსაკუთრებით აღინიშნა საფრანგეთის ლიდერობა და პირადად საფრანგეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრისა და გაეროს გენერალური მდივნის მრჩევლის ფილიპ დუსტე-ბლაზის როლი. ბატონი დუსტე ბლაზის მიერ წამოწყებულია არაერთი ინიციატივა და მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია UNITAID დაფუძნება 2006 წელს. UNITAID ფარგლებში საფრანგეთმა და რამდენიმე სხვა სახელმწიფომ საერთაშორისო ფრენების ღირებულებას დაამატა სოლიდარობის გადასახადი. ამ ინიციატივის შედეგად 4 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი რესურსი იქნა მობილიზებული 10 წელიწადში და მსოფლიო მასშტაბით 300 მილიონზე მეტ ადამიანს მიეწოდა შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის სამკურნალო პრეპარატები.

იაპონიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ასევე საგანგებო ყურადღება გაამახვილეს საქართველოს დამსახურებაზე და მადლობა გადაუხადეს საქართველოს ინოვაციური დაფინანსების გლობალურ დიალოგში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის.

რა წვლილი მიუძღვის საქართველოს ინოვაციური დაფინანსების გლობალურ დიალოგში?

1. 2014 წელს პრემიერ მინისტრის ინიციატივით საქართველო ქმნის სოლიდარობის ფონდს - ინოვაციური დაფინანსების ეროვნულ პლატფორმას, რომელიც აერთიანებს საჯარო სექტორში დასაქმებულ 60,000-ზე მეტ მოხელეს და 500-ზე მეტ კომპანიას. სოლიდარობის ფონდმა დაფუძნებიდან დღემდე 17 მილიონი ლარი მოიზიდა და სიმსივნით დაავადებული 685 ბავშვს გაუწია სასიცოცხლო მნიშვნელოვის დახმარება.

2. 2015 წელს საქართველო ხდება საფრანგეთში მოქმედი გლობალური სამდივნოს წევრი და მასპინძლობს თბილისის სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების პირველ საერთაშორისო ფორუმს (TISIFF 2015).

3. თბილისის პირველი ფორუმის რეკომენდაციები ინოვაციური დაფინანსების გლობალური სამდივნოს მთავარი სამოქმედო პლატფორმა ხდება (TISIFF Recommendations)

4. 2017-2018 წლებში საქართველო ხდება ინოვაციური დაფინანსების სამდივნოს პრეზიდენტი და გაეროს გენერალური ასამბლეების ფარგლებში ნიუ-იორკში საფრანგეთთან და გერმანიასთან ერთად მასპინძლობს სამ მაღალი დონის შეხვედრას.

5. 2018 წელს საქართველო ორგანიზებას უწევს თბილისის სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების მეორე საერთაშორისო ფორუმს (TISIFF 2018), რომელზეც 17 ქვეყნის წარმომადგენლები და საერთაშორისო ორგანიზაციები იმუშავებენ ინოვაციური დაფინანსების სფეროს გასაძლიერებლად გაეროში წარსადგენ ახალ რეკომენდაციებს.​
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა